Tuesday, May 20, 2014

საინტერესო და უცნაური ფაქტები " ტიტანიკის" შესახებ



"ტიტანიკი " -   "ოლიმპიკის" კლასის  ინგლისური  ლაინერი იყო,  თავისი დროის ყველაზე დიდი გემი , რომელიც  ეკუთვნოდა კომპანიას "white star line"-. მან თავის პირველივე  რეისზე  კატასტროფა  განიცადა და 1912  წლის  14  აპრილს აისბერგთან  შეჯახების  გამო  ჩაიძირა.  ბორტზე  სულ 2207 ადამიანი  იმყოფებოდა ,  გადარჩა  მხოლოდ  706  ადამიანი. ეს იყო ტრაგედია  , რომელმაც  მსოფლიო  აალაპარაკა.








 და  მაინც , რამ  გამოიწვია  ტიტანიკის  ჩაძირვა?  ეს კითხვა  ყველას  აწუხებდა .  ამ  კატასტროფას ხან  უბედურ  შემთხვევას  მიაწერდნენ  , ხანაც  კაპიტნის  დაუდევრობას, თუმცა  ეს  საკითხი  დღესაც  ბურუსითაა  მოცული.  ამ  გაუგებრობას  ემატება  ის  უცნაური   ფაქტები , რომლებიც  ტიტანიკის  გარშემო  ტრიალებს...


        
       1972 წლის 15 აპრილს ლინკორნ “თეოდორ რუზველტის” რადისტმა დაიჭირა SOS სიგნალები – ხმაურსა დაშიშინს შორის ისმოდა მოწოდებარომელიც იუწყებოდა რომ “ტიტანიკი” იძირებოდარადიტმა ლოიდდეტმერმა პირველი რაც იფიქრა ის იყო – “ხომ არ შევიშალეო”.. მაგრამ მერე გადაწყვიტა მაინც გამოეძახასანაპირო დაცვა – იქნებ მართლა ვიღაც იძირება და შველა სჭირდებაონაპირიდან პასუხი იყო მეტად უცნაური –ლოიდ უბრძანეს – ყურადღება არ მიექცია ამ მოწოდებებისათვის და კურსი განეგრძოუკვე პორტში ლოიდი დაგემის კაპიტანიც ცდილობდნენ გაერკვია რა მოხდაამ სიგნალებზე უფრო მეტად ისინი გააკვირვა სანაპიროდაცვის უცნაურმა პასუხმა და ქცევამ – მაგრამ პორტში მათ აუხსნესრომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყოტიტანიკის” მოწოდება – “ტიტანიკი” 60 წლის წინ ჩაიძირა და საერთოდ არანაირი SOS სიგნალი არ იყო –ყველაფერი მოგელანდათო.
 მაგრამ ლოიდი ამით არ დაკმაყოფილდა – მას საეჭვოდ მოეჩვენა ის ფაქტირომ რადიოკავშირზე გამოძახებაზეპასუხებს სცემდნენ არა სამხედროებიარამედ სპეცსამსახურების წარმომადგენლებიდა მან გადაწყვიტა პატარაგამოძიება ჩაეტარებინა – ჯერ უბრალოდ აინტერესებდა რა მოხდამაგრამ თანდათანობით ისეთი საინტერესოინფორმაციები ამოქექარომ ბოლო ბოლო ნევროზის გამო ფსიქიატრიულში აღმოჩნდა!
        მაგრამ სანამ იქ მოხვდებოდა  – ბევრი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა:დეტმერმა მოქექა სამხედროარქივები და აღმოაჩინარომ ის ერთადერთი არ ყოფილა ამ ქვეყანაზევინც ეს სიგნალები მოისმინა.!
       არმოჩნდარომმისი კოლეგები (რადისტებიღებულობდნენ ასეთ სიგნალებს “ტიტანიკიდან” გარკვეულიპერიოდის ინტერვალებით – მან დაალაგა ყველა ასეთი შეტყობინება და ასეთი უცნაური სურათი მიიღო!
 1924 წელი, 1930- წელი, 1936- წელი, 1942- წელი აღმოჩნდა, რომ შეტყობინებები ყოველ 6 წელიწადშიფიქსირდებოდა!
         მან გადაწყვიტა კიდევ ჩაეტარებინა ექსპერიმენტი და 1978 წელს უკვე სპეციალურად ელოდებოდა ამრადიოსიგნალსმერე კი ყველას უმტკიცებდარომ მოისმინა ისრა ხდებოდა შემდგომ – 1984 და 1990 წლებშიუცნობიავინაიდან ლოიდი ამ დროს ფსიქიატრიულში მკურნალობდა ნევროზის გამო ბალტიმორის კლინიკაში.მაგრამ ისევ აპრილში (ტიტანიკი 14 აპრილს ჩაიძირა) – 1996 წელს კანადურ გაზეთ “სან”- ში კვლავ გაჩნდა ცნობაიმის შესახებკანადურმა გემმა “კვებეკმა” ისევ მიიღო რადიოშეტყობინება “ტიტანიკიდან” – გვიშველეთო!  ამჟამდ კი დაფიქრდნენ რა ხდებოდა.
         ზოგიერთი მეცნიერის აზრითშეიქმნა ერთგვარი ინფორმაციულ-სივრცული ფანტომი,რომელმაც გადალახა დრო და სივრცე და ყოველ 6 წელიწადში ბრუნდებოდა იმავე ადგილასსადაცწარმოიშვა!
     ზოგი მეცნიერი ფიქრობდარომ ასეთი გარღვევა სივრცე და დროში მოხდა არა მარტო მომავალში – არამედპირიქით – წარსულშიცო -ანუ იგი გაიგაზვნა დროის ორივე მხარესო!
 მაშინ ის უნდა ყოფილიყო ასევე 1906 , 1900 და 1894 წლებშიც.
      იყო კი ის დაფიქსირებული?
 არა – ვინაიდან მაშინ რადიო ძვირი სიამოვნება იყო და ის ცოტა ვინმეს ჰქონდამაგრამ სამაგიეროდ წარსულშიაღმოჩნდნენ ადამიანებირომლებიც იჭერდნენ ამ სიგნალებს საკუთარი გონებით – თუმცა კიგაუცნობიერებლად!

       რობერტსონი იყო ერთიყველასათვის უცნობი მწერალირომელმაც 1896 წელს გამოუშვა რომანი – “ ტიტანის  დაღუპვა " – სადაც დაწვრილებითაა აღწერილი დიდი გემის დაღუპვის ისტორია ატლანტიკისოკეანეში. 
      მკვლევართა ერთი ჯგუფი მიიჩნევსრომ მორგანმა “ტიტანიკის” დაღუპვამდე რამდენიმე წლით ადრე –მიიღო ასეთივე “ინფორმაციული” სიგნალი და ის გაუცნობიერებლად ასახა თავის რომანში.

                                                         რობერტსონის  წიგნი




და აი მსგავსებებიც მორგანის “ტიტანსა” და ნამდვილ “ტიტანიკს” შორის:

1.  ეს გემი რობერტსონის რომანში მეიმართებოდა ინგლისიდან ამერიკაში (ისევე როგორცტიტანიკი”)


2.   ორივე გემი დაახლოებით 800 ფუტი იყო სიგრძეში.

3.  ორივე გემს ჰქონდა ზედმეტსახელი ჩაუძირავი (Unsinkable)

4.  მორგანის ტიტანს 20 სამაშველო ნავი ქონდა (მხოლოდ 4-ით ნაკლები ტიტანიკზე) და არც ერთი არ იყო საკმარისი ხალხისთვის.

5.  ორივე გემი ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანეში მიცურავდა.

6.  ორივე გემზე დაახლოებით 3000 მგზავრი იყო.

7.  ორივე გემი აისბერგთან შეჯახების გამო ჩაიძირა.

8.  ტიტანიკი 1912 წლის 14 აპრილს შეასკდა აისბერგს, ნიუფაუნდლენდიდან (Newfoundland) დაახლოებით 400 მილის დაშორებით. ტიტანიც აპრილში დაეჯახა აისბერგს გამოგონილი ტერანოვადან დაახლოებით 400 მილის დაშორებით (ინგლისური თარგმანით Terranova იგივეა რაც Newfoundland, Terra – Land/Terrian და Nova – New).

9.  ორივე გემზე მგზავრების ნახევარზე მეტი დაიხრჩო 

    ტიტანიკის” დაღუპვის მერე კი მანამდე ყველასათვის უცნობი მორგანის რომანი სენსაციად იქცამართალია,მორგანმა “ტიტანიკის” დაღუპვის შემდგომ გამოშვებულ გამოცემებში ცოტა შეცვალა დეტალებირათა რომანიმაქსიმალურად დაახლოებული ყოფილიყო რეალურ მოვლენებთან – მაგრამ მაინც საოცარია ასეთიდამთხვევები 



Wednesday, October 9, 2013

ბერტრან რასელი



ბერტრან რასელი (1872-1970) - ინგლისელი ფილოსოფოსი , ლოგიკოსი , მათემატიკოსი , საზოგადოებრივი მოღვაწე . რასელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე მათემატიკური ლოგიკის განვითარებაში . რასელი ფიქრობს , რომ ფილოსოფია თავის პრობლემებს ბუნებისმეტყველებიდან იღებს , მისი ამოცანაა ბუნებისმეტყველების პრინციპებისა და ცნებების ანალიზი და ახსნა , ფილოსოფიის არსს შეადგენს ლოგიკა , ლოგიკრი ანალიზი . რასელი ინგლისური ნეორეალიზმისა და ნეოპოზიტივიზმის ფუძემდებელია . იგი იყო რელიგიის მოწინააღმდეგე და იცავდა ათეისტურ შეხედულებებს . გამოდიოდა ფაშიზმის წინააღმდეგ და იღწვოდა მშვიდობიანი თანაარსებობისთვის .

ვინ არის აგნოსტიკოსი ?


აგნოსტიკოსი შეუძლებლად მიიჩნევს ჭეშმარიტების შეცნობას ღმერთის არსებობისა და მარადიული ცხოვრების საკითხებში , რომლებთანაც დაკავშირებულია ქრისტიანობა და სხვა რელიგიები . ან , თუ ზოგადად შეუძლებლად არა , ყოველ შემთხვევაში , ამჟამად მაინც .

ითვლებიან თუ არა აგნოსტიკოსები ათეისტებად ?

არა . ათეისტი , ქრისტიანის მსგავსად , მიიჩნევს , რომ შესაძლებელია შეიცნო არსებობს თუ არა ღმერთი . ქრისტიანის აზრით , ჩვენ ვიცით , რომ ღმერთი არსებობს , ათეისტის აზრით , ღმერთი არ არსებობს . აგნოსტიკოსი თავს იკავებს აზრის გამოთქმისაგან , ამბობს რა , რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი არც მტკიცებისა და არც უარყოფისათვის . ამავე დროს , აგნოსტიკოსი შეიძლება მიიჩნევდეს , რომ ღმერთის არსებობა არა შეუძლებელი , მაგრამ ძნელად დასაჯერებელია , მან შეიძლება ჩათვალოს კიდეც ეს არსებობა იმ დონეზე დაუჯერებლად , რომ მას არ უღირდეს ამის განხილვა პრაქტიკაში . ასეთ შემთხვევაში , ის არცთუ ისე შორსაა ათეიზმისგან . მისი პოზიცია შესაძლოა გვაგონებდეს ფილოსოფოსის ფრთხილ დამოკიდებულებას ძველ ბერძენთა ღმერთებისადმი . თუ მე მთხოვდნენ დამემტკიცებინა , რომ ზევსი , პოსეიდონი , ჰერა და სხვა ოლიმპოელები არ არსებობენ , ჩემთვის რთული აღმოჩნდებოდა დამაჯერებელი არგუმენტების მოძიება . აგნოსტიკოსი ქრისტიანული ღმერთის არსებობას შეიძლება მიიჩნევდეს იმდენად დაუჯერებლად , რამდენადაც ოლიმპოელი ღმერთების არსებობას ; ამ შემთხვევაში ის პრაქტიკულად დგება ათეისტის პოზიციაზე .

თუ თქვენ უარყოფთ " ღვთის კანონს ", მაშინ ვის ავტორიტეტს აღიარებთ ქმედების წინამძღოლად ?

აგნოსტიკოსი არავითარ " ავტორიტეტს " აღიარებს იმ მნიშვნელობით , რა მნიშვნელობასაც აძლევს მას რელიგიური ხალხი . ის თვლის , რომ ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თუ როგორ მოიქცეს . ცხადია , ის ეყრდნობა სხვათა აზრს , მაგრამ ამ შემთხვევაში მას უხდება თვითონ აირჩიოს ის ხალხი , რომლის აზრსაც გაუწევს ანგარიშს და ამასთან , ეს აზრი არ იქნება მისთვის უცილობელი . მას არ შეუძლია არ შეამჩნიოს , რომ ე.წ. " ღვთის კანონი " ყოველთვის იცვლება . ბიბლიაში ნათქვამია , რომ ერთი მხრივ , ქალი არ უნდა გაჰყვეს ცოლად თავისი გარდაცვლილი ქმრის ძმას და მეორე მხრივ , განსაზღვრულ გარემოებებში ის ვალდებულია ასე მოიქცეს . თუ თქვენ ისეთი უბედური ხართ , რომ აღმოჩნდით უშვილო ქვრივი მაზლის წინაშე , მაშინ , ლოგიკურად , შეუძლებელია გაექცეთ " ღვთის კანონის " არდამორჩილებას .

საიდან იცით თუ რა არის სიკეთე და რა ბოროტება ? რას მიიჩნევს აგნოსტიკოსი ცოდვად ?

აგნოსტიკოსი საერთოდ არ არის ისე დარწმუნებული , როგორც ზოგიერთი ქრისტიანი იმაში , თუ რა არის სიკეთე და რა ბოროტება . ის არ თვლის , როგორც ქრისტიანთა უმრავლესობა თვლიდა ადრე , რომ ხალხს , რომელიც არ იზიარებს მთავრობის შეხედულებას სადავო თეოლოგიურ საკითხებზე , მტანჯველი სიკვდილი უნდა მიეზღოს . ის დევნის წინააღმდეგია და ცდილობს მორალური გაკიცხვისაგან თავის შეკავებას .
რაც შეეხება " ცოდვას ", ის ამ ცნებას უსარგებლოდ მიიჩნევს . ის , ცხადია , უშვებს , რომ ზოგიერთი ქმედება შეიძლება იყოს სასურველი , ხოლო ზოგიერთი არა , მაგრამ ის თვლის , რომ სასჯელი არასასურველი ქმედებისათვის შეიძლება იყოს მხოლოდ გამასწორებელი ან შემაკავებელი საშუალება ; სასჯელი არ უნდა დაედოს ვინმეს მხოლოდ იმიტომ , რომ ცოდვილმა აუცილებლად უნდა იტანჯოს . სადამსჯელო ზომებისადმი სწორედ ამგვარი რწმენა დაედო საფუძვლად ჯოჯოხეთის წარმოშობას . ეს არის იმ ზიანის ნაწილი , რაც " ცოდვის " ცნებამ მოიტანა .

აგნოსტიკოსი ისე იქცევა როგორც მოესურვება ?

ერთი მხრივ , არა , მეორე მხრივ , ყველა ისე იქცევა როგორც მოესურვება . დავუშვათ , რომ თქვენ გძულთ ვინმე იმდენად , რომ ისურვებდით მის მოკვლას . რატომ არ აკეთებთ ამას ? თქვენ შეიძლება თქვათ : " იმიტომ , რომ რელიგია მეუბნება , რომ მკვლელობა ცოდვაა ". თუმცა , სტატისტიკურად , აგნოსტიკოსები სრულებით არ არიან უფრო მეტად მიდრეკილნი მკვლელობისადმი , ვიდრე სხვა დანარჩენი , ფაქტობრივად , უფრო ნაკლებად მიდრეკილნიც კი . ისინი თავს იკავებენ მკვლელობის ჩადენისაგან ზუსტად იმავე მიზეზებით , რითაც სხვა დანარჩენი . უდავოა , რომ ამ მიზეზთაგან ყველაზე ქმედითი სასჯელის შიშია . დაუსჯელობის პირობებში , როგორიცაა , მაგალითად , ოქროს ციებ - ცხელება , ნებისმიერი შეიძლება წავიდეს მკვლელობაზე , თუმცა კი ჩვეულ გარემოებებში დარჩებოდა კანონმორჩილი . მათ აკავებს არა მხოლოდ შესაძლო კანონისმიერი დევნა , არამედ შიშიც იმისა , რომ დანაშაული გაიხსნება და ასევე მარტოობა , რომელსაც საკუთარ თავზე იწვნევს დამნაშავე იძულებულია რა , რომ ატაროს ნიღაბი უახლოეს ადამიანთა წინაშეც კი , რათა თავიდან აირიდოს სიძულვილი . ამასთანავე , არსებობს ისეთი რამ , როგორიცაა " სინდისი ". თუკი ოდესმე დაფიქრებულხართ მკვლელობაზე , თქვენ აუცილებლად შეგაძრწუნებდათ აზრები თქვენი მსხვერპლის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებზე ან უსიცოცხლო გვამის იერზე . რა თქმა უნდა , ეს დამოკიდებულია იმაზე , ცხოვრობთ თუ არა კანონმორჩილ საზოგადოებაში , თუმცა არსებობს საკმარისი რაოდენობა რელიგიისგან გამიჯნული მიზეზებისა , რათა ასეთი საზოგადოება შეიქმნას და შენარჩუნდეს .
მე ვთქვი , რომ მეორე მხრივ , ყველა ისე იქცევა როგორც მოესურვება . მხოლოდ სულელი თუ აჰყვება თავის ყოველ ახირებას , თუმცა ყოველი სურვილი ყოველთვის აკავებს მეორე სურვილს . ადამიანის ანტისოციალური მისწრაფებანი შეიძლება შეაკავოს ღვთის გულის მოგების სურვილმა , თუმცა მათი შეკავება ასევე შეუძლია მეგობართა გულის მოგების , ანდა საზოგადოებაში პატივისცემის მოპოვებისა თუ საკუთარი თავისადმი ზიზღის დაძლევის სურვილსაც . ხოლო , თუ მას არ გააჩნია ამგვარი მისწრაფებანი , მაშინ მორალის შესახებ აბსტრაქტული წარმოდგენები არ იქნება საკმარისი მისი ჩარჩოებში მოქცევისათვის .

როგორ განიხილავს აგნოსტიკოსი ბიბლიას ?

აგნოსტიკოსი ზუსტად ისე განიხილავს ბიბლიას , როგორც განათლებული საეკლესიო პირი . ის არ თვლის , რომ ბიბლია შეიქმნა ღვთიური შთაგონებით , ის ბიბლიის ადრეულ ისტორიას ლეგენდარულად მიიჩნევს და ფიქრობს , რომ ის სრულებით არაა მეტად ჭეშმარიტი , ვიდრე ჰომეროსის პოემები , ბიბლიის მორალურ ქადაგებებს აგნოსტიკოსი მიიჩნევს ნაწილობრივ ჭეშმარიტად , ხოლო ნაწილობრივ სრულიად მიუღებლად . აი , მაგალითად : სამოელმა უბრძანა საულს ბრძოლისას მტრის ბანაკში მოეკლა არა მხოლოდ ყველა მამაკაცი , ქალი და ბავშვი , არამედ ცხვარიც და სხვა საქონელი . თუმცა , საულმა ცხვრები და საქონელი ცოცხლად დატოვა , რისთვისაც , როგორც ჩვენ გვასწავლიან , ის უნდა გავკიცხოთ . მე არასოდეს ვყოფილვარ აღტაცებული იმით , რომ ელისე წინასწარმეტყველმა დაწყევლა ბავშვი , რომელიც მას დასცინოდა , და არ შემიძლია დავიჯერო , რომ ( როგორც ბიბლია ირწმუნება ) დიდსულოვანი ღმერთი გააგზავნის ორ ძუ დათვს ბავშვების მოსაკლავად .

როგორ განიხილავს აგნოსტიკოსი იესო ქრისტეს , ქალწულებრივ დაბადებასა და წმინდა სამებას ?

რამდენადაც აგნოსტიკოსს არ წამს ღმერთის , ის არ თვლის იესო ქრისტეს ღმერთად . აგნოსტიკოსთა უმეტესობა აღტაცებულია იესოს ცხოვრებითა და მორალური სწავლებებით როგორც ეს სახარებაშია გადმოცემული , თუმცა არა უფრო მეტად , ვიდრე სხვა ადამიანის ბიოგრაფიით . ზოგი მას ბუდას დონეზე აყენებს , ზოგი - სოკრატეს , ხოლო ზოგიც კი - აბრაამ ლინკოლნის . იესოს მიერ ნათქვამს ისინი უდავოდ არ მიიჩნევენ , რადგან ისინი მას არ განიხილავენ როგორც აბსოლუტურ ავტორიტეტს .
ქალწულებრივ დაბადებას ისინი თვლიან დოქტრინად , რომელიც აღებულ იქნა წარმართული მითოლოგიიდან , სადაც ამგვარი დაბადება იშვიათობას არ წარმოადგენდა . ( ზარატუსტრა , ლეგენდის მიხედვით , ქალწულმა გააჩინა , ბაბილონის ქალღმერთ იშთარს წმინდა ქალწულს უწოდებენ .) აგნოსტიკოსებს არ შეუძლიათ ამის დაჯერება , ისევე როგორც წმინდა სამებისა , რამდენადაც ეს წარმოუდგენელია ღმერთისადმი რწმენის გარეშე .

შესაძლებელია თუ არა აგნოსტიკოსი იყოს ქრისტიანი ?

სხვადასხვა დროს სიტყვას " ქრისტიანი " სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნდა . მრავალი ასწლეულის განმავლობაში ქრისტეს პერიოდიდან მოყოლებული ეს სიტყვა ნიშნავდა ადამიანს , რომელსაც წამდა ღმერთისა და სულის უკვდავების და იესოს თვლიდა ღმერთად . თუმცა , უნიტარიანელები , რომლებიც არ აღიარებენ ქრისტეს ღვთიურობას , თავიანთ თავს ქრისტიანებს უწოდებენ , ხოლო თანამედროვე ხალხთა უმეტესობა არ ანიჭებს სიტყვა " ღმერთს " ერთმნიშვნელოვან აზრს , როგორიც მას ოდესღაც გააჩნდა . ბევრი , ამბობენ რა , რომ წამთ ღმერთის , გულისხმობენ არა ადამიანს ან სამებას , არამედ რაღაც ბუნდოვან ტენდენციას ან ძალას ანდა ევოლუციის იმანენტურ მიზანს . სხვები უფრო შორს მიდიან და ქრისტიანობას მოიაზრებენ როგორც სისტემას ეთიკური ნორმებისა , რომლებსაც ისინი , ისტორიაში გაუთვითცნობიერებლად , მიაწერენ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანებს .
ჩემს წიგნში მე მოვიხსენიე , რომ მსოფლიოს სჭირდება " სიყვარული , ქრისტიანული სიყვარული ან თანაგრძნობა ", რის შემდეგაც ბევრმა გადაწყვიტა , რომ მე შევიცვალე საკუთარი შეხედულებები , თუმცა სინამდილეში მე ყოველთვის შემეძლო ამის თქმა . თუ ქრისტიანის ცნებაში გულისხმობთ ადამიანს , რომელსაც უყვარს ახლობელი , რომელიც ღრმად თანაუგრძნობს ტანჯულს და რომელსაც მხურვალედ სურს მსოფლიოს გათავისუფლება სისასტიკისა და ზიზღისაგან , რომელიც დღითი დღე ამახინჯებს მას , მაშინ , რა თქმა უნდა , თქვენ სრული უფლება გაქვთ მიწოდოთ ქრისტიანი . მაშინ , ამ თვალსაზრისით , თქვენ აგნოსტიკოსთა შორის უფრო მეტ " ქრისტიანს " იპოვით , ვიდრე მორწმუნეთა შორის . თუმცა მე , ჩემი მხრივ , არ შემიძლია ამგვარი განსაზღვრების მიღება . სხვა წინააღმდეგობებთან ერთად , შეიძლება ითქვას , რომ ეს შეურაცხყოფას მიაყენებს ებრაელებს , ბუდისტებს , მაჰმადიანებს და ყველა დანარჩენ არაქრისტიანებს , რომლებიც , როგორც ისტორია მოწმობს , ქრისტიანებზე არანაკლებ იჩენდნენ სწრაფვას იმ ღირებულებათა დაფასებაში , რომლებსაც ზოგიერთი თანამედროვე ქრისტიანი ქედმაღლურად მიაწერს მხოლოდ საკუთარ რელიგიას .
მე ასევე ვთვლი , რომ ყველა , ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებდა ადრე და ვინც ახლანდელ დროშიც იგივეს აკეთებს , მიიჩნევს , რომ ღმერთისა და სულის უკვდავების რწმენა არსებითია ქრისტიანისთვის . ამ ფონზე , მე არ შემიძლია საკუთარ თავს ვუწოდო ქრისტიანი , შესაბამისად , უნდა ვთქვა , რომ აგნოსტიკოსი არ შეიძლება იყოს ქრისტიანი . ხოლო , თუ სიტყვა " ქრისტიანობა " შეიძენს მხოლოდ მორალური კოდექსის მსგავს ზოგად მნიშვნელობას , მაშინ სრულიად შესაძლებელი იქნება , რომ აგონოსტიკოსი იყოს ქრისტიანი .

უარყოფს თუ არა აგნოსტიკოსი , რომ ადამიანს აქვს სული ?

ამ კითხვას აზრი არ ექნება სანამ არ მივცემთ სიტყვა " სულს " სათანადო განსაზღვრებას . მე ვფიქრობ , რომ ამ სიტყვაში იგულისხმება , უხეშად რომ ვთქვათ , რაღაც არამატერიალური , რომელიც არსებობს ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში და უფრო მეტიც , სულის უკვდავების მომხრეთათვის , განაგრძობს არსებობას მომავალშიც . თუ მხედველობაში გვაქვს სწორედ ეს , მაშინ საეჭვოა აგნოსტიკოსმა დაიჯეროს , რომ ადამიანის აქვს სული . თუმცა , დავამატებ , რომ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას , რომ აგნოსტიკოსი მატერიალისტი უნდა იყოს . მრავალ აგნოსტიკოსს ( მათ შორის მეც ) გააჩნია ისეთივე ეჭვები სხეულთან მიმართებაში , როგორიც სულთან მიმართებაში , თუმცა ეს გრძელი ისტორიაა , რომელსაც მივყავართ მეტაფიზიკის ტევრში . მატერია , ისევე როგორც ცნობიერება , მხოლოდ მოსახერხებელი სიმბოლოებია მსჯელობაში და არა რეალობაში არსებული საგნები .

ჯერა თუ არა აგნოსტიკოსს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის , სამოთხისა და ჯოჯოხეთის ?

სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის შესახებ საკითხს შესაძლებელია ჰქონდეს ახსნა . შესაძლო დამამტკიცებელ საბუთად , ბევრის აზრით , შეიძლება მოვიაზროთ ფიზიკური კვლევები ან სპირიტუალური სეანსები . აგნოსტიკოსი თავს იკავებს მარადიული ცხოვრების შესახებ აზრის გამოთქმისაგან მანამ , სანამ დამაჯერებლად არ ჩათვლის ამ საკითხის შესახებ გამოთქმულ არგუმენტებს . მე , ჩემი მხრივ , ვთვლი , რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის დასაჯერებლად , თუმცა თუ მისაღები მტკიცებულება გამოჩნდება , მე ყოველთვის მზად ვარ მივიღო ის .
სულ სხვა საქმეა სამოთხე და ჯოჯოხეთი . ჯოჯოხეთისადმი რწმენა დაკავშირებულია იმასთან , რომ ცოდვა უნდა დაისაჯოს , მიუხედავა იმისა , გამასწორებელი ან შემაკავებელი შედეგი ექნება თუ არა ამას . იშვიათია , რომ აგნოსტიკოსმა ეს დაიჯეროს . რაც შეეხება სამოთხეს , შესაძლებელია , ოდესღაც , სპირიტუალური სეანსების საშუალებით მისი არსებობა დამტკიცდეს , თუმცა აგნოსტიკოსთა უმრავლესობა ასეთ მტკიცებულებას ჯერ ვერ ხედავს , ამიტომაც სამოთხის არ ჯერათ .

ღმერთის არსებობის უარყოფით , არ გეშინიათ მისი განრისხების ?

ცხადია , არა . მე აგრეთვე უარვყოფ ზევსის , იუპიტერის , ოდინისა და ბრაჰმის არსებობას , თუმცა არანაირი დისკომფორტი მექმნება ამით . როგორც ვხედავ , კაცობრიობის საკმაოდ დიდ ნაწილს არ წამს ღმერთის და ამისათვის არავინ ისჯება . ღმერთი რომც არსებულიყო , საეჭვოა ის ისეთი პატივმოყვარე ყოფილიყო , რომ იმათზე განრისხებულიყო , ვინც მის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს .

როგორ ხსნიან აგნოსტიკოსები ბუნების ჰარმონიასა და სილამაზეს ?

მე ვერ გამიგია სად შეიძლება ამ " სილამაზისა " და " ჰარმონიის " აღმოჩენა . თუ საუბარია ცხოველთა სამეფოზე , მაშინ უნდა ითქვას , რომ ცხოველები დაუნდობლად ხოცავენ ერთმანეთს . უმეტესწილად , ისინი ან სხვა ცხოველთა მსხვერპლნი ხდებიან ან ნელ - ნელა კვდებიან შიმშილით . ჩემი მხრივ , მე ვერავითარ განსაკუთრებულ სილამაზესა თუ ჰარმონიას ვხედავ სოლიტერში ( tapeworm ). არ თქვათ , რომ ეს არსება გამოგზავნილია როგორც სასჯელი ჩვენი ცოდვებისათვის , რამდენადაც ის უფრო ხშირად გვხვდება ცხოველებში , ვიდრე ადამიანებში . მე ვფიქრობ , რომ ამ კითხვის ავტორმა იგულისხმა ვარსკვლავიანი ცის სილამაზე . თუმცა , არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ ვარსკვლავები დროდადრო ფეთქდებიან და ყველაფერს , მათ ირგვლივ არსებულს , ბუნდოვან ნისლად გარდაქმნიან . სილამაზე , ყოველ შემთხვევაში , სუბიექტურია და მხოლოდ მაყურებლის წარმოდგენაში არსებობს .

როგორ ხსნიან აგნოსტიკოსები სასწაულებსა და ღმერთის ყოვლისშემძლეობის სხვა გამოვლინებებს ?

აგნოსტიკოსები არ აღიარებენ " სასწაულებს " თუ მასში იგულისხმება ბუნების კანონების საწინააღმდეგო რამ . ჩვენ ვიცით , რომ დროდადრო ხდება რწმენითი განკურნება (რწმენა სამკურნალო ) და ამაში არაფერია სასწაულებრივი . ლურდში [1] ზოგიერთი დაავადება შეიძლება განიკურნოს , ხოლო ზოგიერთი - ვერა . ის , რაც შეიძლება განიკურნოს ლურდში , შესაძლებელია , განიკურნოს ნებისმიერი ექიმის მიერ , რომლისაც პაციენტს ჯერა . რაც შეეხება სხვა სასწაულებს , როგორიცაა , მაგალითად , იესოს მიერ მზის გაჩერება , აგნოსტიკოსი მათ უარჰყოფს როგორც ლეგენდებს და აღნიშნავს , რომ ნებისმიერ რელიგიაში შეიძლება მსგავსი ლეგენდის მოძიება . ჰომეროსთან ზუსტად იმდენივე სასწაულებრივი მტკიცებულებაა ბერძენთა ღმერთების არსებობისა , რამდენიც - ბიბლიაში ქრისტიანული ღმერთის არსებობისა .

რელიგია ეწინააღმდეგება სულმდაბლურ და სასტიკ ვნებებს . თუ თქვენ უარყოფთ რელიგიურ პრინციპებს , შეძლებს თუ არა კაცობრიობა არსებობას ?

სულმდაბლური და სასტიკი ვნებების არსებობის უარყოფა არ შეიძლება , თუმცა მე არ შემიძლია მოვნახო ისტორიაში დადასტურება იმისა , რომ რელიგია ეწინააღმდეგება ამგვარ ვნებებს . პირიქით , რელიგია მათ სანქცირებას ახდენს და ხალხს აძლევს შესაძლებლობას სინდისის ქენჯნის გარეშე მიენდოს ვნებებს . შეუბრალებელი დევნა ბევრად უფრო ხშირად შეიმჩნეოდა ქრისტიანულ სამყაროში , ვიდრე სადმე სხვაგან . სწორედ უპირობო , დოგმატური რწმენით მართლდება დევნა . სიკეთე და შემწყნარებლობა პროპორციულ მიმართებაში არიან მხოლოდ მაშინ , როცა ამგვარი დოგმატური რწმენა ისპობა . ჩვენს დროში გამოჩნდა ახალი დოგმატური რელიგია - კომუნიზმი . აგნოსტიკოსი გამოდის მის წინააღმდეგ , ისევე როგორც ნებისმიერი დოგმათა სისტემისა . თანამედროვე კომუნიზმის მჩაგვრელი ხასიათი ზუსტად გვაგონებს ადრეულ საუკუნეებში ქრისტიანობის მჩაგვრელ ხასიათს . ის , რომ ქრისტიანობამ დევნა შეარბილა , ძირითადად , თავისუფლად მოაზროვნე ადამიანთა დამსახურებაა , რომელთაც გადააქციეს დოგმატიკოსები ნაკლებად დოგმატურებად . ისინი რომ ისეთივე დოგმატიკოსებად დარჩენილიყვნენ როგორებიც იყვნენ ადრე , დღემდე ერეტიკოსთა ცეცხლზე დაწვა მართებულად ჩაითვლებოდა . შემწყნარებლობის ძირითადი იდეა , რომელიც ზოგიერთი თანამედროვე ქრისტიანის აზრით არსებითად ქრისტიანულია , სინამდვილეში , იმ ხასიათის გამოვლენის შედეგია , რომელიც უშვებს დაეჭვებას და კრიტიკულად ეკიდება უდავოდ მიჩნეულ ფაქტებს . მე ვფიქრობ , რომ ნებისმიერი , ვინც ობიექტურად გადაავლებს თვალს გასულ საუკუნეებს , მივა დასკვნამდე , რომ რელიგიამ უფრო მეტი ტანჯვა - წამება მოგვიტანა , ვიდრე აგვარიდა .

რაში მდგომარეობს აგნოსტიკოსისთვის ცხოვრების საზრისი ?

მე მინდა კითხვას კითხვითვე ვუპასუხო : რას გულისხმობთ გამოთქმაში " ცხოვრების საზრისი "? მე ვფიქრობ , რომ მასში იგულისხმება რაღაც საერთო მიზანი . მე არ ვთვლი , რომ ცხოვრებას , ზოგადად , გააჩნია რაიმე მიზანი . ის უბრალოდ ხდება . თუმცა , ყოველ კონკრეტულ ადამიანს გააჩნია თავისი მიზანი და აგნოსტიციზმში არაფერია ისეთი , რომელიც აიძულებდა ხალხს ამ მიზნიდან განდგომას . ცხადია , მათ არ შეუძლიათ დაბეჯითებით განაცხადონ , რომ მათ მიაღწიეს იმ შედეგებს , რომლისკენაც ისწრაფვოდნენ , მაგრამ , თქვენ ხომ იქნებოდით უარყოფითი აზრის იმ ჯარისკაცზე , რომელიც უარს იტყოდა ბრძოლაზე თუ არ იქნებოდა დარწმუნებული გამარჯვებაში . ადამიანი , რომელსაც სჭირდება რელიგია საკუთარი მისწრაფებების მხარდაჭერისთვის არის მხდალი და მე არ შემიძლია დავაყენო ის იმავე საფეხურზე ადამიანთან , რომელიც ცდილობს რაღაცას , მიუხედავად იმისა , რომ უშვებს დამარცხების შესაძლებლობას .

რელიგიის უარყოფა ხომ არ ნიშნავს აგრეთვე ქორწინებისა და უმანკოების ( chastity ) უარყოფას ?

ამჯერადაც მიხდება კითხვაზე კითხვითვე პასუხი : თვლის თუ არა კითხვის ავტორი , რომ ქორწინება და უმანკოება ხელს უწყობს მიწიერ ბედნიერებას ან თვლის თუ არა , რომ მათ მიერ აქ , დედამიწაზე გამოწვეული ტანჯვა გზას ხსნის ზეცისაკენ ? ის , ვინც მხარს უჭერს მეორე თვალსაზრისს , უეჭველად ჩათვლის , რომ აგნოსტიციზმი ბღალავს ე.წ. უმანკოებას ( ძალით ), თუმცა მას მოუწევს აღიაროს , რომ ე.წ. უმანკოება ხელს არ უწყობს კაცობრიობის ბედნიერებას მიწიერ ცხოვრებაში . ხოლო თუ ის , პირიქით , მხარს უჭერს პირველ თვალსაზრისს , კერძოდ კი იმას , რომ არსებობს მიწიერი არგუმენტები ქორწინებისა და უმანკოების სასარგებლოდ , მაშინ მან ასევე უნდა აღიაროს , რომ ამგვარი მიწიერი არგუმენტები აგნოსტიკოსსაც მოუვა თვალში . აგნოსტიკოსებს , როგორც ასეთს , არ გააჩნიათ განსაზღვრული შეხედულება სექსუალურ მორალზე . მაგრამ , მათი უმრავლესობა აღიარებს , რომ არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები სექსუალური სურვილებისადმი თავშეუკავებელი მინდობის წინააღმდეგ . თუმცა , მათ წარმოდგენაში ამ არგუმენტებს გააჩნიათ მიწიერი წარმოშობა და არ მომდინარეობენ რომელიმე ღვთიური მცნებიდან .

საშიშ მრწამსად ხომ არ ითვლება მხოლოდ აზროვნებისადმი ( მიზეზით) რწმენა ? სულიერი და მორალური კანონის გარეშე ხომ არ არის აზროვნება არასრულყოფილი და არასრულფასოვანი ?

არც ერთ გონიერ ადამიანს , იქნება ის აგნოსტიკოსი თუ არა , არ აქვს რწმენა " მხოლოდ აზროვნებისადმი ". აზროვნება დაკავშირებულია რეალური სინამდვილის ფაქტებთან ( საკითხებთან ფაქტი ), რომელთა ნაწილი მიღებულია დაკვირვების გზით , ნაწილი კი - ლოგიკური დასკვნის გზით . საკითხი მარადიული ცხოვრების შესახებ , ისევე როგორც საკითხი ღმერთის არსებობის შესახებ ეხება რეალური სინამდვილის ფაქტებს და აგნოსტიკოსი თვლის , რომ მათი გადაწყვეტა უნდა მოხდეს იმგვარად , როგორადაც საკითხი იმის შესახებ , იქნება თუ არა ხვალ მთვარის დაბნელება . თუმცა , მხოლოდ რეალური სინამდვილის ფაქტები არასაკმარისია , რათა გამოიწვიოს ქმედება , რამდენადაც ისინი არ გვატყობინებენ ჩვენ თუ რა მიზნებს უნდა მივდიოთ . როდესაც საქმე მიდის მიზნამდე , ჩვენ გვჭირდება რაღაც გარდა ლოგიკური აზროვნებისა . აგნოსტიკოსს ამ მიზნებს კარნახობს მისი საკუთარი გული და არა გარე ბრძანებები . საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი : დავუშვათ , თქვენ გადაწყვიტეთ იმგზავროთ მატარებლით ნიუ იორკიდან ჩიკაგოში , თქვენ ისარგებლებთ ლოგიკური აზროვნებით , რათა დაადგინოთ თუ როდის გადის ეს მატარებელი . ადამიანი , რომელსაც წარმოუდგენია , რომ განრიგის გარეშეც იოლად გავა ეყრდნობა რა გაცისკროვნებასა ( ქათამაძე ) თუ ინტუიციას , მოგეჩვენებათ ბრიყვად . თუმცა , არც მხოლოდ განრიგი ეტყვის მას , რომ სწორი იყო მისით სარგებლობა , ამისათვის ადამიანს მოუხდება მხედველობაში მიიღოს რეალური სინამდვილის სხვა ფაქტები . მაგრამ , რეალური სინამდვილის ფაქტების მიღმა არის მიზნები , რომელთა მიდევნებასაც ადამიანი თვლის აუცილებლად და ეს მიზნები , როგორც აგნოსტიკოსისთვის , ისე სხვა ნებისმიერისთვის , მიეკუთვნება არა სფეროს აზროვნებისა , მიუხედავად იმისა , რომ მას არ ეწინააღმდეგება . მე ვგულისხმობ ემოციების , გრძნობებისა და სურვილების სფეროს .

მიიჩნევთ თუ არა თქვენ ყველა რელიგიას ცრურწმენისა და დოგმის ფორმებად ? დღეს არსებული რელიგიებიდან რომელ მათგანს სცემთ ყველაზე მეტ პატივს და რატომ ?

ყველა ორგანიზებულად შექმნილი დიდი რელიგია , რომელიც დომინირებს მოსახლეობის დიდ რაოდენობას , მეტ - ნაკლებად დაფუძნებულია დოგმაზე , თუმცა " რელიგია " - ეს არის სიტყვა , რომლის მნიშვნელობა ზუსტად არ არის განსაზღვრული . მაგალითად , კონფუციანელობას შეიძლება ეწოდოს რელიგია , მიუხედავად იმისა , რომ ის არ შეიცავს დოგმას . ლიბერალური ქრისტიანობის ზოგიერთ ფორმებში დოგმის ელემენტი მინიმუმამდეა დაყვანილი . ისტორიაში არსებული დიდი რელიგიებიდან მე ვამჯობინებ ბუდიზმს , განსაკუთრებით მის ადრეულ ფორმებს , რამდენადაც იქ , პრაქტიკულად , არ არსებობდა დევნა .

კომუნიზმი , ისევე როგორც აგნოსტიციზმი , გამოდის რელიგიის წინააღმდეგ , - ითვლებიან თუ არა აგნოსტიკოსები კომუნისტებად ?

კომუნიზმი არ გამოდის რელიგიის წინააღმდეგ . ის გამოდის მხოლოდ ქრისტიანობის წინააღმდეგ , როგორც , მაგალითად , მაჰმადიანობა . კომუნიზმი , ყოველ შემთხვევაში იმ ფორმით , როგორითაც აცხადებს საბჭოთა ხელისუფლება და კომუნისტური პარტია , წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ და სასტიკ დოგმათა ახალ სისტემას . შესაბამისად , ყოველი ჭეშმარიტი აგნოსტიკოსი უნდა გამოვიდეს მის წინააღმდეგ .

თვლიან თუ არა აგნოსტიკოსები , რომ მეცნიერება და რელიგია ერთმანეთთან შეუთავსებელია ?

პასუხი დამოკიდებულია იმაზე , თუ რა იგულისხმება " რელიგიაში ". თუ მხედველობაშია მხოლოდ ეთიკის სისტემა , მაშინ ის შეთავსებადია მეცნიერებასთან . თუ მხედველობაშია დოგმათა სისტემა , რომელიც მიიჩნევა უდავო ჭეშმარიტებად , მაშინ ის შეუთავსებელია მეცნიერების არსთან , რომელიც არ უშვებს რეალური სინამდვილის ფაქტების მიღების შესაძლებლობას მტკიცებულების გარეშე , აგრეთვე თვლის , რომ სრული დამაჯერებლობა შეუძლებელია .

რამ შეიძლება დაგარწმუნოთ ღმერთის არსებობაში ?

ვფიქრობ , რომ თუ გავიგონებდი ხმას ზეციდან , რომელიც იწინასწარმეტყველებდა ყველაფერს , რაც მე გადამხდებოდა თავს მომდევნო საათებში , იმ მოვლენების ჩათვლით , რომლებიც მე ნაკლებად დასაჯერებლად მომეჩვენებოდა , და თუ ყველა ეს წინასწარმეტყველება ახდებოდა , შესაძლებელია დამეჯერებინა , ყოველ შემთხვევაში , ზეადამიანური ინტელექტის არსებობა . მე შემიძლია დავასახელო სხვა სახის დამაჯერებელი მტკიცებულება , თუმცა , რამდენადაც მე ვიცი , ასეთი მტკიცებულება არ არსებობს .

---------------------------

პატარა ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში . მისი წყალი მიჩნეულია წმინდად , ამიტომაც მრავალი ავადმყოფი სტუმრობს ამ ქალაქს განკურნების იმედით .