Tuesday, September 24, 2013

მაჰათმა განდი

მაჰათმა განდი- (1869-1948)




     მოჰანდას კარამჩანდ განდი –საყოველთაოდ ცნობილი, როგორც მაჰათმა        განდი — ინდოეთისსულიერი და პოლიტიკური ლიდერირომლის წინამძღოლობით   ინდოეთმა ბრიტანეთისგანდამოუკიდებლობას მიაღწიამთელი სიცოცხლის განმავლობაში ის   უარჰყოფდა რაიმე სახის ტერორიზმს ანძალადობასძალადობის უარყოფის მისეულმა      ფილოსოფიამრომელსაც მან სატიაგრაჰა უწოდადიდიგავლენა იქონია ეროვნულსა თუ   საერთაშორისო არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებზე მსოფლიომასშტაბით  



   
        
                
----    მან ინდოეთი გაანთავისუფლა ბრიტანელებისგანრომლებიც ინდოეთში მრავალი საუკუნისგანმავლობაში თარაშობდნენ.

----     მან დაარსა “სატიაგრაჰა”, პირველი ორგანიზაციარომელიც ყოველგვარ უთანხმოებასმხარეებს შორის ძალადობის გარეშე აგვარებდა.

 ---- ბევრის თქმითსწორედ მისი დამსახურებაარომ დღეს ინდოეთი ყოველგვარ  ტერორიზმს დაომს იგნორირებას უკეთებს. 




 მაჰათმა განდის გამონათქვამები






----- „ლაჩარს არ შეუძლია სიყვარულის გამოხატვა; სიყვარული მამაცის პრეროგატივაა”

--- “ერთი პატარა საქმე, ათას ნაქადაგებ საათს სჯობს”

------ ”იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში”

----- ” უზენაესის ტახტის წინაშე, კაცი თავისი საქმნით კი არ განისჯება, არამედ მისი მიზნებით, რადგან ღმერთი კითხულობს ჩვენს გულებს”

 ----- ”კაპიტალი,როგორც ასეთი, არ არის ბოროტება, ეს მისი არსწორად გამოყენებაა ბოროტება. კაპიტალი, ერთი ფორმით თუ მეორით, ყოველთვის იქნება საჭირო” 

---- ” შეცდომების აღიარება წააგავს ცოცხის მიერ ჭუჭყის გადახვევტვას და ზედაპირის სინათლისა სისუფთავის გამოეჩენას. მე ძლიერი ვარ იმისთვის, რომ შევძლო აღსარება”

---- ” თითოეულმა ჩვენთაგანმა მშვიდობა საკუთარ თავში უნდა იპოვოს, და რომ ეს მშვიდობა ნამდვილია, იმით გავიგებთ თუ არ მოქმედებს მასზე გარეშემო სიტუაციები”

---- ” გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი.”

  ------- ” მე ვისურვებდი – სიცოცხლეში მოვსწრებოდი ინდოეთის თავისუფლებას, მაგრამ თუ ამას ღმერთი არ მაღირსებდა, შევებრძოლებოდი არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს.

  ---- ”მე ვეწინააღმდეგები ძალადობას, რადგან როცა ჩანს, რომ კარგს აკეთებს, ეს დროებითია. ხოლო მისი ცუდი სამუდამო”

---- ”ადამიანი თავისი ფიქრების ნაყოფია, რასაც იფიქრებს, ის გახდება “


--ძალაუფლება ორნაირი არსებობს!-ერთი-სასჯელის შიშზე დამყარებული, მეორი კი – სიყვარულის ძალაზე დაფუძნებული,რომელიც ათასჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე შიშზე დამყარებული ძალაუფლება.


მე უზომოდ მიყვარს ჩემო თავისუფლება, ამოტომ ისეთს არაფერს მოვიმოქმედებ, რომ შევზღუდო სხვისი თავისუფლება.


პირადი ცხოვრების სიწმინდე აუცილებელი პირობაა, რათა სხვა აღზარდო და გაანათლო.


ქალის ჭეშმარიტი სილამაზე, მისი შინაგანი ბუნებაა.


აპატიო არ ნიშნავს რომ დაივიწყო.


პირივნების ღირსება მდგომარეობს სიყვარულის უნარში, მიუხდავად იმისა, არის თუ არა შენი მეგობარი ის ვინც გიყვარს.


უდიდესი ძლიერება – მტკიცე ნებისყოფაა და არა ფიზიკური ძლიერება.


სიბრძნე გამოცდილებით მტკიცდება.


როცა ვინმე ცდება, ჩემს თავს ვეუბნები: -- შენ არ შემცდარხარ განა? ან თუ ვინმე ვნებებსაა აყოლილი მაშინაც მოვაგონებ ხოლმე ჩემს თავს – განა შენ არ აყოლილხარ ვნებებს? და ასე თანდათან ვრწმუნდები, რომ მეც ისეთი ვარ, როგორიც სხვები. თუმცა იმასაც ვგრძნობ, რომ მე ვერ ვიქნები ბედნიერი, სანამ ყველანი არ ვიგრძნობთ, რომ ბედნიერნი ვართ.


წინააღნდეგი ვარ ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდების, რაგინდ კეთილშობლიურ მიზნებს არ უნდა ემსახურებოდეს.


არ მინდა განვჭვრიტო მომავალი, ჩემი ვალია აწმყოს გავუფრთხილდე, რადგან მომავალის ჭვრეტა ღვთის უფლებაა, მას კი ერ ჩემთვის არ მოუნიჭებია.


საკმარისი თავმდაბლობა გამაჩნია, რათა ვაღიარო საკუთარი შეცდომები და მუდამ გავაანალიზო ჩემს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი.


ძალიან იოლია თქვა, არ მწამს ღმერთი, რამეთუ ღმერთი არ გსჯის ამისათვის და გაძლევს საშუალებას რაც გინდა ის თქვა მასზე. მაგრამ იგი ყოველ ჩვენს ქმედებას თვალს ადევნებს და მისი კანონის ყოველი დარღვევისთვის, შურისძიების გარეშე, გვაიძულებს განვიწმინდოთ და მივიღოთ მისგან სასჯელი.


მუდამ მაოცებენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ მათ პატივით მოეპყრონ, როდესაც თავად სხვებს ამცირებენ.


ცოცხალი არსებათა შორის ადამიანი ერთადერთია,რომელმაც იცის, რომ იგი ღვთის შვილია. ამდენად, ადამიანი მოვალეა მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარი მატერიალული კეთილდღეობის გაუმჯოებესებაზე, არამედ იმაზეც, რომ დღითიდღე მიუახლოვდეს თავის შემოქმედს, -ღმერთს.


გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი.


მტკიცე დისციპლინა – ტანჯვით მიიღწევა.


                                                   განდის სიკვდილი...

     იგი 1948 წლის 30 იანვარს 78 წლის ასაკში მოკლეს. როდესაც მაჰათმა განდი თავის ორ შვილიშვილთან ერთად ტაძრისკენ მიემართებოდა, მასთან ახალგაზრდა ჰინდუ მიიჭრა. იგი ჩაიჩოქა განდის წინაშე, თითქოს კურთხევას სთხოვსო, მაგრამ მის ხელში იელვა რევოლვერმა და სამი გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა.განდის ბოლო სიტყვები: - «He Ram» (ო, ღმერთო) ტუჩებზე შეაცივდა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. იგი იმიტომ მოკლეს, რომ მუსლიმთა მიმართ ლოიალურობას ამჟღავნებდა.

      მისი მკვლელი დააპატიმრეს, მოგვიანებით გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. განდის ცხედარი ჯერ განათებულ სამლოცველოს თავზე დაასვენეს, მეორე დღეს 5 საათის განმავლობაში დელიში რამდენიმე მილიონი ადამიანის თვალწინ ჩაატარეს, შემდეგ ინდუსური ჩვეულებისამებრ მდინარე ჯამუნას ნაპირზე დაწვეს და ფერფლი 11 თებერვალს სამლოცველოდან გამოიტანეს და დელის ქუჩებში ისევ პროცესიით ატარეს, ბოლოს კი მდინარეების - ჯამუნასა და განგას შესართავთან ოკეანის დინებას მისცეს. 

No comments:

Post a Comment