გამონათქვამები
- ადამიანები ხშირად უგუნურნი, არალოგიკურნი და ეგოისტურნი არიან. ამისდა მიუხედავად აპატიეთ მათ!
- თუკი თქვენ კეთილი ხართ, ადამიანებს შეუძლიათ დაგადანაშაულონ ეგოისტურ მისწრაფებებში. ამისდა მიუხედავად, იყავით კეთილი!
- თუკი თქვენ წარმატებულები ხართ, თქვენ გაგიჩნდებათ როგორც ჭეშმარიტი, ასევე ყალბი მეგობრები. ამისდა მიუხედავად, იყავით წარმატებულები!
- თუ თქვენ გულითადი და გულღია ხართ, ადამიანებმა შეიძლება მოგატყუონ. ამისდა მიუხედავად, იყავით გულითადები და გულღიები!
- ის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში აშენებდით, შეიძლება ერთ ღამეში დაანგრიოს ვინმემ. ამისდა მიუხედავად, აშენეთ!
- თუ თქვენ სიმშვიდესა და ბედნიერებას მიაღწევთ, ადამიანებს შეშურდებათ. ამისდა მიუხედავად, იყავით ბედნიერები!
- იმ სიკეთეს, რასაც დღეს აკეთებთ, ხშირად ივიწყებენ მეორე დღესვე. ამისდა მიუხედავად, აკეთეთ სიკეთე!
- მიეცით სამაყაროს საუკეთესო, რაც კი გაგაჩნიათ, თუნდაც ეს არ იყოს საკმარისი, ამისდა მიუხედავად, მიეცით!
- თუ თქვენ განსჯით სხვას, მაშინ არ გრჩებათ დრო იმისათვის, რომ გიყვარდეთ იგი! გიყვარდეთ! ყველაფრის მიუხედავად!
- გაუნაწილეთ ადამიანებს ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ და ეს არ იქნება არასდროს საკმარისი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, გაუნაწილეთ მათ ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ.
- საბოლოოდ მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი თქვენსა და ღმერთს შორის ხდება; ყველაფრის მიუხედავად, ეს არასდროს ყოფილა ადამიანებსა და თქვენ შორის...
No comments:
Post a Comment