გამონათქვამები

ადამიანებს , რომლებიც თვლიან , რომ ფულს ყველაფრის გაკეთება შეუძლია , თავადვე შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება ფულის გულისთვის .

ადამიანებს ისე არაფრის მართვა უჭირთ , როგორც საკუთარი ენების და უფრო შეუძლიათ შეიკავონ თავიანთი სურვილები , ვიდრე თავიანთი სიტყვები .

არავინ ისეთი ხარბი არ არის პირფერობაზე , როგორც ის პატივმოყვარე , რომელსაც პირველობა სურდა , მაგრამ ვერ კი შეძლო .

არ არსებობს შიში იმედის გარეშე და არ არსებობს იმედი შიშის გარეშე .

არცერთი სხეული არ იკავებს მეორე სხეულის ადგილს , თუ ეს უკანასკნელი ამავდროულად არ იკავებს მესამის ადგილს .

არცოდნა , ისევე როგორც ავტორიტეტზე დაყრდნობა , არ არის საბუთი .

გაგება - თანხმობის დასაწყისი .

ერთი და იგივე საგანი ერთსა და იმავე დროს შეიძლება იყოს კარგი , ცუდი და განურჩეველი . მაგალითად , მუსიკა კარგია მოწყენილისთვის , ცუდი - მგლოვიარესთვის , ხოლო არც კარგი და არც ცუდი ყრუსთვის .

ეჭვიანობა არის ზრუნვა იმაზე , რომ მავანი დატკბეს მიღწეულით და შეინარჩუნოს იგი .

ვიყოთ ის , რაც ვართ და გავხდეთ ისეთები , როგორებიც შეგვიძლია ვიყოთ - აი , ერთადერთი აზრი ცხოვრებისა .

თავისუფალი ადამიანი არაფერზე ისე ცოტას არ ფიქრობს , როგორც სიკვდილზე , და მისი სიბრძნე მდგომარებს ფიქრებში არა სიკვდილზე , არამედ სიცოცხლეზე .

თავისუფალი ეწოდება ისეთ საგანს , რომელიც არსებობს მხოლოდ შინაგანი აუცილებლობის მიხედვით და თვითონ განსაზღვრავს თავის თავს მოქმედებისაკენ .

თავისუფალია ის , ვინც გონივრულად განსაზღვრავს თავის ქცევას სამყაროს შეცნობილი ობიექტური კანონების შესაბამისად .

თავისუფლად ვარდნილ ქვას რომ აზროვნება შეძლებოდა ის გაიფიქრებდა , რომ ვარდება თავისუფალი ნების შესაბამისად .

თანაგრძნობა სიყვარულია , რამდენადაც ის ადამიანზე მოქმედებს იმგვარად , რომ ადამიანი განიცდის სიამოვნებას სხვისი ბედნიერებისას , და პირიქით , - უსიამოვნებას სხვისი უბედურებისას .

თუ გსურთ , რომ ცხოვრებამ გაგიღიმოთ , აჩუქეთ მას თავდაპირველად თქვენი კარგი განწყობა .

თუ გსურს , რომ აწმყო განსხვავებული იყოს წარსულისგან , შეისწავლე წარსული .

თქვენი ჭეშმარიტება სარწმუნოებაა , ხოლო ჩემი სარწმუნოება არის ჭეშმარიტება .

ისე არავინაა შურისადმი მიდრეკილი როგორც თვითდამცირებული ადამიანები .

ნებისმიერი კანონი , რომელიც შეიძლება დარღვეულ იქნას ისე , რომ არავის მიადგეს ზიანი , დასაცინია .

მე ვისწავლე არა დაცინვა , მოთქმა და განრისხება , არამედ გაგება ადამიანთა ქცევების .

მჯერა , სამკუთხედს რომ საუბარი შეძლებოდა ის იტყოდა , რომ ღმერთი უცილობლად სამკუთხედისებურია და ასევე , წრე იტყოდა , რომ ღმერთი უცილობლად წრისებურია , და ამგვარადვე მიაწერდა ყველა თავიანთ ატრიბუტებს ღმერთს .

ნეტარება სათნოებაა და არა ჯილდო სათნოებისა .

პატივმოყვარეობა გადამეტებული სურვილია დიდებისა .

პეტრეს სიტყვები პავლეზე უფრო მეტის მთქმელია პეტრეზე , ვიდრე პავლეზე .

როგორც კი წარმოიდგენს ადამიანი , რომ მას არ შეუძლია შეასრულოს განსაზღვრული საქმე , იმ მომენტიდან მას განზრახული აქვს არ განახორციელოს ის , საბოლოოდ კი მისთვის ამ საქმის შესრულება შეუძლებელი ხდება .

როგორც სინათლე ააშკარავებს თავის თავს და გარემომცველ სიბნელეს , ისე ჭეშმარიტებაც საზომია თავისი თავისაც და სიცრუისაც .

საუკეთესო მრწამსი გააჩნია არა იმას , ვინც ფლობს ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტებს , არამედ იმას , ვისაც მოაქვს სამართლიანობისა და გულმოწყალების უმშვენიერესი ნაყოფი .

სევდა - ეს არის ამა თუ იმ ნივთის დაუფლების სურვილი ან სწრაფვა , რომელიც მხარდაჭერილია მოგონებით ამ ნივთზე და ამასთანავე შემოფარგლულია მოგონებით სხვა ნივთებზე , რომლებიც გამორიცხავენ სასურველი ნივთის არსებობას .

სიამოვნება - ადამიანის გადასვლა ნაკლები სრულყოფილებიდან მეტზე .

სული დაიძლევა არა იარაღით , არამედ სიყვარულითა და სულგრძელობით .

სურვილებში ვლინდება ადამიანის არსი .

სურვილსა და სწრაფვას შორის მხოლოდ ის განსხვავება არსებობს , რომ სიტყვა " სურვილი " უმეტესწილად დაკავშირებულია ადამიანებთან მაშინ , როდესაც აცნობიერებენ თავიანთ სწრაფვას , ამიტომ შესაძლებელია დადგინდეს ასეთი განსაზღვრება : სურვილი გაცნობიერებული სწრაფვაა .

სწრაფვას , გააკეთო ან არ გააკეთო რაიმე მხოლოდ იმისათვის , რათა მოეწონოს სხვას , ეწოდება პატივმოყვარეობა .

უკიდურესი ქედმაღლობა ან უკიდურესი თავმდაბლობა - ეს არის უკიდურესი არცოდნა საკუთარი თავისა .

ღვთაებრივ სამართლიანობას დასაშვებად მიაჩნია ეშმაკმა დაუსჯელად ატყუოს ადამიანები , მაგრამ ის ვერ ითმენს , თუ ეს ადამიანები , მათდა საუბედუროდ , ეშმაკის მიერ მოტყუებულნი და შეცდენილნი , დაუსჯელნი დარჩნენ .

ღმერთი ანუ ბუნება .

ყველაფერი , რაც ეწინააღმდეგება ბუნებას , ეწინააღმდეგება გონებას და ყველაფერი , რაც ეწინააღმდეგება გონებას არის აბსურდი .

ყოველგვარი სიყვარული , რომლის მიზეზია არა სულის თავისუფლება , არამედ რაღაც სხვა , ადვილად გადადის სიძულვილში .

ყოველი ღარიბის დახმარება ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება ; გაჭირვებულთა მზრუნველობა მთელი საზოგადოების კისერზეა .

ყოველივე ამაღლებული იმდენადვე ძნელია , რამდენადაც იშვიათი .

შეჯიბრება - ეს არის რაიმეს სურვილი , რომელიც იბადება ჩვენში იმის ზეგავლენით , რომ ჩვენ გვგონია , რომ სხვებსაც სურთ იგივე .

შიში - აი , მთავარი მიზეზი , რომლის წყალობითაც ცრურწმენა იბადება , ნარჩუნდება და ძლიერდება .

შიში სულის უძლურების შედეგია .

შური სხვა არაფერია თუ არა თავად სიძულვილი , რამდენადაც სხვისი უბედურება იწვევს კმაყოფილებას და პირიქით , სხვისი ბედნიერება უკმაყოფილებას .

ჩვენ ვუწოდებთ სიკეთეს ან სიავეს მას , რაც ან ხელს უწყობს ჩვენ მიერ არსებობის შენარჩუნებას ან ხელს უშლის მას .

ჩვენ მივისწრაფვით , განვიცდით მიდრეკილებას რაიმესკენ , გვწადია რაიმე არა იმის შედეგად , რომ ვთვლით მას სიკეთედ , არამედ , პირიქით , იმიტომ ვთვლით სიკეთედ , რომ მივისწრაფვით მისკენ , განვიცდით მისკენ მიდრეკილებას და გვწადია იგი .

ცხოვრებაში ყველაზე სასარგებლოა შემეცნების ანუ გონების სრულყოფა და ეს არის სწორედ ადამიანის უმაღლესი ბედნიერება და ნეტარება .

ჭეშმარიტება როდი წყვეტს არსებობას თუ ის არ არის აღიარებული მრავალთაგან...

ადამიანის მიერ ღმერთის შექმნა მისივე სასოწარკვეთილებისა და უსუსურობის დასტურია, ხოლო ასეთი ღმერთის აღიარება - თავის მოტყუება.

ადამიანის სულის სიღრმეში ჩაბუდებული გენია ის მიძინებული ვულკანია, რომელიც თავისი რიგის მოლოდინში თვლემს, შემდეგ ერთიანად იფეთქებს და ირგვლივ ყოველივეს გააცამტვერებს.

ვეგეტარიანელობა მორალური სრულყოფილების მაჩვენებელია, ხოლო მორალური სრულყოფილება - ადამიანური სრულყოფილების.

ზოგიერთისთვის მორალი სპორტის ის სახეობაა, რომელსაც ის, უბრალოდ, არ მისდევს.

თუ ხალხს ღმერთის მითიურობასა და ყოფიერების ამაოებას შთავაგონებთ, მაშინ თვითმკვლელობის აბობოქრებული ტალღა შთანთქავს ყოველივეს.

ის, ვინც წინასწარმეტყველობას იჩემებს თაღლითია ან შეშლილი.

ის, რაც შექმნილია, თავის მხრივ მოკლებულია უნარს შექმნას თავისივე მსგავსი იმგვარად, რაგვარადაც შეიქმნა თავად.

მარხვა - რელიგიური დიეტა.

მე არ ვარ პოლიტიკოსი, შესაბამისად, გულწრფელი ვარ.

მე არ ვარ შურიანი, თუმცა, როდესაც საკითხი სილამაზეს ეხება თავს ვკარგავ. მინდა ყოველივე ლამაზი და მშვენიერი მე მეკუთვნოდეს, და როცა ეს ასე არ არის, შურის გრძნობით ვიმსჭვალები იმის მიმართ, ვისთვისაც ეს ასე არის.

მომავალი კი არ არსებობს, არამედ აწმყო ქმნის მას.

მორალი - ეს არის ბუნებრივ ქაოსში ადამიანური წესრიგის შეტანა.

თვალთმაქცური თავმდაბლობა ქედმაღლობაა.

მოძღვარი - საეკლესიო ფსიქოლოგი.

რა უნდა იყოს იმაზე სასაცილო , რაც ცოდვების მოსანანიებლად ეკლესიაში სიარულია ? თუ ადამიანი გადაწყვეტს ეკლესიაში წასვლას განუსაზღვრელი ცოდვების მოსანანიებლად , მაშინ ეს გადაწყვეტილება იმთავითვე აზრს მოკლებული იქნება , რამეთუ მას არ ეცოდინება თუ რა ჩაიდინა კარგი და რა ცუდი , შესაბამისად მას არ ეცოდინება თუ რა უნდა მოინანიოს . ხოლო თუ ადამიანი გადაწყვეტს ეკლესიაში წასვლას განსაზღვრული ცოდვების მოსანანიებლად , მაშინ ეს გადაწყვეტილება იმთავითვე ცოდვების მონანიებად უნდა ჩაითვალოს , რამეთუ მან გააცნობიერა თუ რა ჩაიდინა კარგი და რა ცუდი . ცუდის ჩადენის გაცნობიერება კი სხვა არაფერია თუ არა მონანიება .

რელიგია ის ტყუილია, რომელსაც ყველაზე გრძელი ფეხები აქვს.

რელიგია სჭირდება არასრულყოფილ ადამიანს იმისათვის, რათა განახორციელოს სრულყოფილი ქცევა.

სიმშვიდე თავდაჯერებაა .

სიცოცხლე - ბუნების მაცდური შემოთავაზება, რომელზედაც თანხმობას ჩვენ ნაცვლად ჩვენი მშობლები აცხადებენ, ხოლო მის უარსაყოფად კი ცხოვრების მთელი პერიოდი გვაქვს მოცემული.

სიცოცხლე სიკვდილამდე დროის გაყვანაა.

ტრადიციას კი არ ინარჩუნებენ, არამედ ის თავისით ნარჩუნდება და მხოლოდ იმიტომ, რომ კარგია და სასარგებლო. ძალით შენარჩუნებული ტრადიცია დოგმატიზმია, ხოლო დოგმატიზმი - პრიმიტივიზმი.

უბრალოდ, სადად, მარტივად.

ქალი მთის მწვერვალივითაა - რაც უფრო ადვილად დაძლევადი და დაპყრობადია იგი, მით ნაკლებია ინტერესი მის მიმართ, ხოლო რაც უფრო ძნელად მისაწვდომი და შეუვალია, მით ცხოველია წადილი მისი დაუფლებისა.

ღმერთი ეგოისტია და აზარტული.

ღმერთი - კაცობრიობის უდიდესი გამოგონება.

ყველა ადამიანი ერთნაირია როგორც ასეთი. თუმცა, ამის შემჩნევა გვიჭირს ხოლმე იმდენად, რამდენადაც ყველა მათგანი ცდილობს იყოს განსხვავებული დანარჩენთაგან.

ჩვენ არ ვართ ადამიანები, ჩვენ უბრალოდ გვქვია ადამიანები.

ცხოვრების ზოგადი წესი არ არსებობს, თუმცა ისე უნდა იცხოვრო, რომ სხვას არ შეუშალო ხელი ცხოვრებაში.


როცა თვალები ერთს ლაპარაკობს, ხოლო ენა - სხვას, გამოცდილი ადამიანი პირველს უფრო ენდობა.


ცხოვრებასთან მეტისმეტი სიახლოვე ხელოვნებისათვის მომაკვდინებელია.


მხატვარმა მთლიანად უნდა შესწიროს თავი ხელოვნებას ისევე, როგორც ფუტკარი თმობს სიცოცხლეს ნესტართან ერთად.


ერი არ მოკვდება, თუ ისევე თავს არ მოიკლავს.


მიბაძვა დედანს ვერ აღემატება. მიმბაძველი განწირულია: უიმედო საშუალო დონეს თავს ვერ დააღწევს.


ცოდნა ძალაა.


თუ ადამიანი მსჯელობას დაიწყებს უტყუარი ფაქტებით, მაშინ ის ეჭვებით დაამთავრებს; მაგრამ თუ ის საწყის ეტაპზე ეჭვებით დაიწყებს, საბოლოოდ ის მიაღწევს უტყუარ ფაქტებამდე.


გიყვარდეს და იყო ბრძენი, შეუძლებელია.


ადამიანთა ცხოვრების თეატრში მაყურებელთა ადგილი მხოლოდ ღმერთსა და ანგელოზებს აქვთ დაჯავშნილი.


სიჩუმე ბრიყვის სათნოებაა.


სილამაზე ძვირფას ქვასა ჰგავს: რაც უფრო სადაა, მით უფრო ძვირფასია.


ფიქრებს, როგორც ადამიანებს, აქვთ თავიანთი სიჭაბუკის ხანა.


ყველა, ვისაც მარტოსულობა უყვარს, ან ველური ცხოველია, ან - უფალი ღმერთი.


ბუნების ადვილად დამორჩილება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მისდამი მორჩილებით.


ცუდად აღზრდილ კაცში სიმამაცე გადადის უხეშობაში, სწავლულობა - პედანტიზმში, სიტყვამახვილობა - გაუთლელობაში, გულთბილობა - მლიქვნელობაში.


განათლება ქმნის განსხვავებას ადამიანთა შორის.


მხოლოდ საყოველთაო ბედნიერებაში შეიძლება ჰპოვო პირადი ბედნიერება.


სანამ ცოცხალი ხართ, არავინ იტყვის თქვენს სასარგებლოდ კარგს, როცა მოკვდებით, ყველა ბედნიერი იქნება, რამეთუ ბოლოსდაბოლოს მოიმოქმედეთ რაღაც კარგი - მოკვდით.


ადამიანი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანმდევია. ის უნდა დაგემართოს.


რასაც არ უნდა ეძებდეთ, თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ.


ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია, ვიდრე ნახევრად სიმართლე.


გონება ვერ იქნება სხეულზე ძლიერი, რამეთუ იგი სხეულზე გვიან გაჩნდა.


აღმოჩენის გასაკეთებლად აგრესიული გონებაა საჭირო.


აი რა არის ცოდნის არსი: ჩვენ ვგებულობთ და ის, რასაც ვგებულობთ იდუმალებას კარგავს.


როდესაც ადამიანი ტრანფორმაციას განიცდის, იგი საკუთარი თავის მამა ხდება.


ფიქრები ეს ყველაზე ზედაპირული ნაწილია თქვენი არსების. თქვენ უნდა შეაღწიოთ მის მიღმა


რაც უფრო ინტელექტუალურია ადამიანი, მით უფრო ხანმოკლეა მისი სიყვარული.


ბიანესი საზიზღარი და აუცილებელი ბოროტებაა სამყაროში.


იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ცხოვრებისა.


დრო არ მოძრაობს. მოძრაობს თქვენი გონება. დრო როგორ იმოძრავებს, როცა მოძრაობისთვის ისევ დროა საჭირო? თუ თქვენი დრო იმოძრავებს, მაშინ საჭირო იქნება სხვა დრო, რომელშიც იგი იმოძრავებს.


ქორწინების იდეა უნდობლობაა.


თუ ღირსება შეგელახა ალალ - მართალს, ღვარე ცრემლი - აღარავინ დაგიჯერებს.


მეცნიერება მშვენიერი გზაა იმისკენ, რომ ადამიანის სული გმირული გახდეს.


ზნეობრიობა ფილოსოფიის ის ნაწილია, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ და მხოლოდ მცირეოდენს თუ ასრულებენ.


გენიას შეუძლია გაიმარჯვოს ყოველგვარ დაბრკოლებაზე, რასაც კი მას მტრული ბედი შეახვედრებს.


დუმილი თანხმობის ნიშანია ან შედეგი იმისა, რომ თქვენ არავინ გისმენთ.


ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ.


ღმერთმა ბუნების კანონები რომ დაადგინა, შემდეგ უკვე თავი მიანება და თვითდინებას მიანდო სამყარო.


საქმე კი არ შექმნილა აზრისთვის, არამედ აზრი შეიქმნა საქმისთვის.

 
არასოდეს არ ხდება დიდი საქმე დიდი სიძნელეების გარეშე.

 
კალენდრის რეფორმა ფეხმძიმობის ვადას არ ამოკლებს ...

 
ცხოვრება ტრაგედიაა კომედიური წუთშესვენებებით.

 
ღმერთი რომ არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონება.


... თქვენს ნაწარმოებს რომ ვკითხულობ, ოთხ ფეხზე სიარული მინდება.

 
პოეზია მუსიკაა სულისა.

 
მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ.

 
შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.

 
ღმერთი - ესაა კომიკოსი, რომელიც თამაშობს მაყურებლის წინაშე, რომელიც გაღიმებასაც კი ვერ ბედავს.

 
ფულის ნაკლებობა კი არა, ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობა ხდის სახელმწიფოს უძლურს.

 
უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე აქვთ.

 
რა დამღუპველია ვნებები! ისინი ქარებს ჰგვანან, რომლებიც ხომალდის იალქნებს უბერავენ; ზოგჯერ სძირავენ კიდეც ეს ქარები ამ ხომალდს, მაგრამ მათ გარეშე მაინც ვერ იცურებს.

 
სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულსა და სხეულს.

 
ადამიანები არასოდეს განიცდიან სინდისის ქენჯნას ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.

 
სახელმწიფოში კანონების მრავალრიცხოვნება იგივეა, რაც მკურნალების დიდი რიცხვი, რაც ავადმყოფობისა და უძლურობის ნიშანია.

 
ჭეშმარიტი ვაჟკაცობა უბედურების ჟამს გამოჩნდება ხოლმე.

 
საუკეთესო - კარგის მტერია.

 
უდიდესი შუღლი უფრო ნაკლებ დანაშაულს იწვევს, ვიდრე ფანატიზმი.

 
განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა.

 
როდესაც ჭამ, საჭმელი დაუყარე ძაღლებსაც, თუნდაც საკბენად გეტანებოდნენ.

 
არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს.

 
თუ მოსვენებას არ გაძლევს შენი მეტოქის დიდება, ეცადე, მას აჯობო საქმით და ამით გადაუხადი სამაგიეროს მოსვენების დაკარგვისთვის.

 
ცრურწმენები - ეს ისაა, რასაც ბრიყვები ყველაფერს აბრალებენ.

 
როცა საქმე ფულს ეხება, ყველანი ერთი ღმერთს ვაღიარებთ.

 
ყოველი ადამიანი დამნაშავე იმ სიკეთის გამო, რომელიც მან არ გააკეთა.

 
ზვავის შემადგენელი თოვლის ფიფქი არასდროს გრძნობს პასუხისმგებლობას.

 
სასაცილოდ აგდება სხვისი - ხშირად ჭკუის სიღატაკეს ნიშნავს.

 
მედიცინის მთელი ხელოვნება ისაა, გაართო პაციენტი, სანამ ბუნება თავად კურნავს დაავადებას.

 
ადამიანი უფრო ადვილად იტანს ლმობიერებას, ვიდრე უსამართლობას.

 
შემთხვევითობა არ არსებობს! ყველაფერი გამოცდაა, ან დასჯა, ან ჯილდო, ან კიდევ წინასწარჭვრეტა.

 
თუ ბევრი ენა იცი, ბევრი გასაღები გაქვს ერთი ბოქლომისთვის.

 
რამდენ სისულელეს ამბობენ იმის ცდაში, იქნებ რამე ახალი წამომცდესო.

 
ქორწინება ან უდიდესი ბოროტებაა, ან უდიდესი სიკეთე ... ქორწინება ადამიანთა ყველაზე დიდი განძია, როცა ის ეყრდნობა გულისა და სულის ერთიანობას, გრძნობების, გემოვნებათა და ხასიათების საძირკველს ... მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, როცა ყიდი შენს სახელს, შენს არსებობას, ემორჩილები მტარვალს, ხდები მისი მონა - მორჩილი, გაურბიხართ ერთი - მეორეს, ამგვარი ქორწინება ნამდვილად ჯოჯოხეთია.


ცხოველებს დიდებული თავისებურება აქვთ - სიმხდალის გამო ლომი არ გახდება მეორე ლომის მონა.

შეუძლებელია პატიოსანი და გულწრფელი ეკამათოს რეგვენს.

არ ელოდო ბედნიერებას, თავად მოიპოვე იგი.

სინდისი იმას აქვს სუფთა, ვისაც ის არასდროს გამოუყენებია.

ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის.

შეძენილი გემოვნება მიმართულებას აძლევს, ცვლის - ზრდის ან ამცირებს - ჩვეულებრივ გემოვნებას, როგორც ჩვეულებრივი გემოვნება მიმართავს, ცვლის ზრდის ან ამცირებს - შეძენილ გემოვნებას.

როცა მახვილოგონიერებას მისდევენ, ხშირად სიბრიყვეს იჭერენ

გონიერი არსებების ბუნებაში ჩადებულია არასრულფასოვნების შეგრძნების უნარი. აქედან გვაქვს სწორედ სირცხვილის შეგრძნება ჩვენი არასრულფასოვნების წინაშე.

თუკი ხასიათი მთლიანობაში კარგია, მასში რამდენიმე ხარვეზის აღმოჩენა უბედურებას არ წარმოადგენს.

კითხვა ყოველთვის იყო ჩემთვის ძირითადი საშუალება ცხოვრებისეული მოწყენილობის წინააღმდეგ. მე არ მქონია ისეთი დარდი, რომელიც ერთი საათის კითხვას არ გაექარვებინოს.

უმჯობესია შურით გიყურებდნენ, ვიდრე სიბრალულით.

ფუჭმეტყველება ყოველთვის ხიბლავდა უსაქმურებს.

არასოდეს არ უნდა ამოიწუროს საგანი იმდენად, რომ მკითხველს წილად აღარაფერი დარჩეს. საქმე კი არ არის, აიძულო იგი წაიკითხოს, საქმე ისე არის, ფიქრი აიძულო.

ადამიანი, რომელიც ცოტასა საქმობს, მეტისმეტი ყბედია: ვინც ცოტასა ფიქრობს, იგი ბევრსა ლაპარაკობს.

თავაზიანობა მიდრეკილებაა კაცისა, რომ სხვებს თავი მოაწონოს.

ადამიანი მცენარესავით არის, თუ კარგად არ მოუარე კარგად არ იზრდება.

თუ თქვენ ატყუებთ ხალხს ფულის გამოძალვის მიზნით - ეს თაღლითობაა, ხოლო, თუ თქვენ ატყუებთ ხალხს მათი ხმების მიღების მიზნით - ეს პოლიტიკაა. 

No comments:

Post a Comment