ფსიქოლოგია

მჯერა, მწამს 




ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ თემას მსგავს სოციალურ ქსელზე დავწერდი და გამოვაქვეყნებდი საჯაროდ, მაგრამ რადგან ვწერ ესე იგი მინდა გადმოვიტანო რასაც ვგრძნობ.. მინდა ჩემი რწმენის შესახებ დავწერო, რისი მწამს, რისი მჯერა და რისი არა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მე არ მჯერა “იესო ქრისტეს” არსებობის, ოღონდ ნუ მიიღებთ ამას ცუდად, მეც ქართველი მართლმადიდებელი ვარ, რომელიც არაფრით გამოირჩევა სხვებისგან, მაგრამ “იესო ქრისტეს” არ არსებობის შესახებ უფრო დაწვრილებით დავწერდი, რადგან ჩემი ფიქრების მიხედვით შეცდომაში არ შეხვიდეთ. ჩემი აზრით, როგორც ასე კონკრეტულად მხოლოდ მართლმადიდებლების ღმერთი “იესო ქრისტე” არ არსებობს, რომელიც რაღაცას ქადაგებს ბილბიას, ეკლესიაში სიარულს, მსხვერპლშეწირვას და ა.შ ალბათ დაგებადებათ კითხვა მსგავს სისულელეებს, რომ ვწერ წამიკითავს, თუ არა ბიბლია, ვყოფილვარ, თუ არა ჯერ ეკლესიაში და მისაუბრია, თუ არა მოძღვართან (მყაავს კი საერთოდ?) პირველ რიგში ავღნიშნავ ის, რასაც მე ვწერ არ მიმაჩნია სისულელედ, ჩემი აზრით არსებობს ღმერთი, ჩვენი “უფროსი” რომელსაც უნდა დავუჯეროთ, მაგრამ კანონები არ გვაქვს, ამიტომაც ვუშვებ შეცდომებს, ცხოვრება ხომ ინსტრუქციით არ მოსულა მჯერა სადღაც არის ცაშია, თუ დედამიწის ბირთვში ეგ არავინ იცის, მაგრამ სადღაც ხომ არის, მას ყველა ვუყვარვართ, არ გამოარჩევს მართლმადიდებელს, კათოლიკეს, თუ სხვ… ეს სარწმუნოებები უბრალოდ ადამიანის მოგონილია “ჩემი აზრით გახსოვდეთ ეს ყველაფერი ჩემი აზრით” იმ ადამიანების მოგონილი, რომლებსაც თავისი რწმენის რეალიზაცია სურდა.. როგორც ახლა მე მინდა რაღაც ახალი და რაღაც უფრო სხვა, ცა მინდა უფრო მაღალი და უფრო ვრცელი ზღვა, ნურც ცა იქნება მაღალი და ნურც უფრო ვრცელი ზღვა, ოღონდ რაიმე ახალი, ოღონდ რაიმე სხვა, მინდა არ იყონ ათეისტები, მინდა ყველას სჯეროდეს, რომ ადამიანებს, ისევე როგორც ცხოველებს ” არ შემეწინააღმდეგოთ ცხოველებს ნუ გვადარებ ადამიანებსო, ისინი უკეთესები არიან” ყავთ თავიანთი ზედამხედველი, შვილს მშობლები, ცხოველთა ფარას, ჯოგს და ა. შ მეთაური, ასევე გვყავს ადამიანებსაც ერთი ვიღაც, ვინც გვამრთავს.. არა, კი არ გვამრთავს უბრალოდ ჩვენი “ხელმძღვანელია” არ არის სავალდებულო მოგვევლინოს და მაგიური ძალებით თავისი კანონები დაგვიწეროს, ჩვენ ყველამ საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ცხოვრების ინსტრუქციაც და წესიც, ჭეშმარიტება, როგორ უნდა ვიცხოვროთ … მე არ მჯერა, რომ წამალი მომარჩენს ყველაფერი წარმავალია და დროებითი ის წამალი, თუ ახლა მე 1 საათით კარგად მხდის, სიცოცხლის 1 საათს მაკლებს, ადამიანმა ყველა დაბრკოლება თავისი ბუნებით უნდა გადალახოს ვაი და არ გამოეგონებინათ წამლები, რას ვიზამდით? კიდევ არ მჯერა იმის, რომ ფიზიკურობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს ყველაფერი ჩვენი “ხალხის” შექმნილია ერთი წესი მეორეზე, მეორე მესამეზე და ასეა აკინძული ერთმანეთზე, რაც არასოდეს ჩამოიშლება, ფულსაც და ვიზუალურ შეხედულებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ასევე ჩაცმულობასაც სანამ ადამიანს სულიერად გავიცნობდე, მანამდე მის ფიზიკურ მხარეს ვაკვირდები… სამსახური იქნება ეს, თუ სამეგობრო წრე არ აქვს მნიშვნელობა არავინ შემეწინააღმდეგოს, თუ შენ გაქვს რაიმე ფასეული ნივთი, რომელიც სხვას არ აქვს, საკმარისია სადმე გამოაჩინო მეორე დღეს ყველა გწერს, გირეკავს როგორ ხარ რადგან შენ “მაგარი როჟა” ხარ და ყველას უნდა შენთან დაახლოება …. ალბათ გაგიჩნდებათ კითვა რა შუაშია ერთმანეთთან საერთოდ რასაც ვწერ, თავიდან ღმერთზე და რწმენაზე, ახლა ფიზიკურობაზე … არ ვიცი ვინც გამიგებს, გამიგებს … კიდევ არ მიყვარს, როცა ადამიანი საკუთარ ცხოვრებას ვერ აფასებს, მეც იმათ სიას მივეკუთვნები და სულ მაწუხებს ეს, ადამიანმა, რომ შემხედოს ყველაფერი მაქ ბედნიერებისთვის, ის ფიიზკური მხარე, ის მატერიაული, მაგრამ მაინც ვწუწუნებ, რადგან ეს არის ც ხ ო ვ რ ე ბ ა !
ყოველთვის, ყველა შემთვევაში, რაც არ უნდა გაგიჭირდეს გაიხსენე ან გაიფიქრე ვინმე, ვინც შენზე უარეს დღეშია ეს ცოტა მაინც შეგიმსუბუქებს ტკივილს, და თუ შენ თვლი, რომ იმაზე ნაკლები გაქვს, ვიდრე გინდა იცოდე, რომ იმაზე მეტი გაქვს, ვიდრე გეკუთვის ან იმსახურებ… ყველაფერში, ყოველთვის ეძებე დადებითი მხარე და ნუ დაივიწყებ მედალს ორი მხარე აქვს !



სოკრატე (469-399 წწ.ჩვ.წ.აღ.-მდე)
სოკრატე (469-399 წწ. ჩვ. წ. აღ.-მდე)
სოკრატეს წერილობითი შრომები არ დაუტოვებია. მის შესახებ ცნობებმა ჩვენამდე ძირითადად პლატონისა და ქსენოფონტეს მეშვეობით მოაღწია.სოფისტების სუბიექტივიზმისა და რელატივიზმისგან განსხვავებით, სოკრატე ამტკიცებდა რეალურ ფასეულობებსა და სიკეთის, ჭეშმარიტებისა და სამართლის აბსოლუტურობას.
სოკრატე ყველაფერს უსვამდა შეკითხვას-რა არის ეს? – შინაარსს რომ ჩასწვდომოდა. მას არ უყვარდა სოფისტების გაჭიანურებული დისკუსიები და საგნის არცოდნის შესახებ განცხადებით (სოკრატესეული ირონია) იწყებდა საუბარს. მოცემულ საკითხზე საკუთარი აზრის გამოთქმის ნაცვლად, სოკრატე კითხვა-პასუხის მეშვეობით ცდილობდა მოწაფეებისთვის ახსნა-განმარტების მიცემას. უამრავი შეკითხვისა და პასუხის საშუალებით ის თანდათან მიდიოდა განსაზღვრებამდე, რომელიც საგანთა უნივერსალურ შინაარსს იძლევა.სოკრატესთვის ადამიანი ძიების ცენტრი და კრიტერიუმია, მან ადამიანში გონიერი არსების მთელი ღირსება დაინახა. სოფისტების აზრით კი ადამიანი არის ინდივიდი, რომელიც კეთილსა და სწორს საკუთარი გრძნობებიდან და ინტერესიდან გამომდინარე განსაზღვრავს.სოკრატე აღიარებს, რომ ადამიანს გააჩნია სიცოცხლის მიზანი-ბედნიერება, მაგრამ ადამიანის ბედნიერება მხოლოდ გრძნობიერი სიამოვნებით (სოფისტები) ვერ შემოიფარგლება, სადაც ვნება ბატონობს: მხოლოდ კეთილშობილება (სათნოება) ანიჭებს ადამიანს ბედნიერებას.სოკრატე კეთილშობილებას ცოდნასთან, ანუ სიკეთის შემეცნებასთან აიგივებს: პლატონის გადმოცემით, სანამ სოკრატე საწამლავს დალევდა (რომელიც მას ხელისუფლებამ ახალგაზრდების გახრწნისა და არარელიგიურობისათვის მიუსაჯა), თავის მოწაფეებს სულის უკვდავებაზე, ანუ ადამიანის ზეციურ ხვედრზე ესაუბრებოდა.სოკრატეს უდიდესი მოწაფე იყო პლატონი. მას სხვა მოწაფეებიც ჰყავდა, მაგრამ ისინი განსხვავებული გზით წავიდნენ. მათ შორის იყვნენ, კერძოდ, ცინიკოსები, რომლებიც ცხოვრების მკაცრ და უბრალო წესს მისდევდნენ. მათი აზრით, ადამიანი ამქვეყნიურ სიამოვნებასა და კომფორტს უნდა ერიდოს და კეთილშობილებას უნდა ესწრაფოს, რაშიც მდგომარეობს სიკეთე. ცინიკოსები დისკუსიებსა და კვლევა-ძიებასაც ერიდებოდნენ. ცინიკოსთა შორის ყველაზე ცნობილი იყო დიოგენე, რომელიც მთელს საბერძნეთში დახეტიალობდა და ყველაფერს ჭირვეულად ემიჯნებოდა, კასრში ცხოვრობდა და უდიერად იხსენიებდა ბერძნულ ცივილიზაციას.სოკრატეს მოწაფეთა მეორე ჯგუფი ამტკიცებდა, რომ სიკეთე (კეთილშობილება) სიამოვნებაა, ამიტომაც ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ჰედონისტები ეწოდათ (ბერძნულიდან, edoni=სიამოვნება).

მცირე სოკრატელები
სოკრატეს სწავლება ბევრმა მოსწავლემ განაგრძო, თუმცა განსხვავებული გზებით. მათ შორის უმთავრესად აღსანიშნავია არისტენე, დიოგენე, არისტიპე, ევკლიდე, ფედონე, ესქილე და ქსენოფონტი.ეს ფილოსოფოსები მცირე სოკრატელებად იწოდებიან, განსხვავებით პლატონისგან, ვინც სოკრატეს ,,მთავარ“ მოწაფედ ითვლება. მათ გულით სძულდათ ერთმანეთი. თითოეული დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ის განმარტავდა და გადმოსცემდა საუკეთესოდ სოკრატეს ნააზრევს.


გაბრიელ მარსელი



საფრანგეთში ამ ტიპის სპირიტუალიზმი თავდაპირველად მარსელის შრომაში ჟოურნალ Metaphisique (1927 წ.) დაფიქსირდა და ,,სულის ფილოსოფიის” სახასიათო სახელი დაიმკვიდრა.
დრამატურგი და ლიტერატორი გაბრიელ მარსელი შემდეგი ფილოსოფიური ხასიათის შრომების ავტორია: ,,მეტაფიზიკური გაზეთი” (1927 წ.); ,,ყოფნა და ქონა” (1935 წ.); ,,უარყოფიდან მოხმობამდე” (1939 წ.); ,,Homo viator” (1944 წ.); ,,ყოფნის საიდუმლოება” (1952 წ.); ,,პრობლემური ადამიანი” (1955 წ.).
მარსელის ფილოსოფიის ინტიმისტურ ტენდენციაზე უკვე ის ფაქტი მეტყველებს, რომ თავისი ნააზრევის გადმოსაცემად ეს ავტორი დღიურის ფორმატს ანიჭებს უპირატესობას (,,მეტაფიზიკური გაზეთი” და ,,ყოფნისა და ქონის” პირველი ნაწილი). ეს ტენდენცია მკაფიოდ იკვეთება სხვა მის ნაწერებშიც, რომლებიც ხშირად ავტორის პირადი აღსარების ფორმას იძენენ. მეტაფიზიკური გაზეთის ექსისტენციალისტური ტონი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნაშრომში მარსელი უარს ამბობს განიხილოს ,,მე”-სა და ღმერთის პრობლემები, როგორც ობიექტურ სივრცეში, ანუ ანალიზის ან რაციონალური მტკიცებულებების მეშვეობით გადაჭრადი. საბოლოოდ კი მარსელი იქამდე მიდის, რომ ამ ცნებებს საერთოდ აღარ განიხილავს პრობლემათა სახით: ყოფნა (როგორც ადამიანური ,,მე”-ს, ისე ღმერთის ყოფნა) არა პრობლემა, არამედ საიდუმლოებაა.
პრობლემა და საიდუმლოება
პრობლემა არის რაღაც ჩვენს წინაშე მდგომი, რაღაც ისეთი, რაზეც პიროვნული დაინტერესების გარეშე შეგვიძლია მსჯელობა. საიდუმლო კი ადამიანს მოიცავს, ის მტკიცებულებისა და დასაბუთების მიღმეულია. მარსელისთვის საიდუმლოება არ ნიშნავს იგივეს, რასაც შეუცნობელი ან ამოუცნობი, ის აღნიშნავს არსებულ და განცდილ რეალობას, რომელიც ვერ გამოიხატება ობიექტური თუ განსაზღვრებადი პრობლემის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით საიდუმლოება არის ,,მეტაპრობლემა”, რომელიც ჩვენი შინაგანი სამყაროს გამოცდილებაში მოგვეცემა.
წიგნში ,,ყოფნა და ქონა” მარსელი ამგვარად განსაზღვრავს პრობლემასა და საიდუმლოებას შორის განსხვავებას: ,,საიდუმლოება პრობლემაა, რომელიც საკუთარი მონაცემების უზურპაციას აკეთებს, იჭრება მათში და ამიტომაც ლახავს მათ, როგორც პრობლემას”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მარსელისთვის პრობლემა მონაცემთა ერთობლიობაა, რომლებიც ერთად უნდა მოთავსდეს და სინთეზურად უნდა შეთანხმდეს. პრობლემის ცნების ამგვარი განმარტებიდან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ მარსელი უარყოფს იმას, რომ არსებობა პრობლემაა.
ქონის კატეგორია
პრობლემა დომინირებს ობიექტივიზაციისკენ მიდრეკილი განხილვისთვის ტიპურ ქონის კატეგორიაში. მართლაც, ამ კატეგორიაში განხილული ტერმინები ობიექტური და უცხოა სუბიექტისთვის, რომელიც განიხილავს მათ. ამ ტერმინების ერთად მოქცევა და მათი სინთეზური მაკავშირებლის აღმოჩენა სწორედ რომ პრობლემას წარმოადგენს. ტერმინების გარეგნულობა გავლენას ახდენს ქონაზე, რამდენადაც ფლობის საგნის გარეგნულობასა და მასზე ბატონობას გულისხმობს. მაგრამ სინამდვილეში ქონის კატეგორია სამყაროსადმი ადამიანის დამონების კატეგორიაა, რადგანაც ფლობის საგანზე ბატონობას აქვს უკუქცევისა და, პირიქით, ფლობის საგნის მფლობელზე ბატონობად გადაქცევის ტენდენცია. ქონის კატეგორიაში მცხოვრები ადამიანი თავის სოციალური, ანუ სასიცოცხლო ფუნქციის თვალსაზრისით სქემატიზებული, სამყაროსა და მისი პრობლემების სიცარიელესთან დაკავშირებული ადამიანია.
ყოფნის ძიება
მარსელს სურს, მეტაფიზიკური იყოს, რამდენადაც ის სულის მეშვეობით სულით სულ უფრო მდიდარ სიცოცხლეს ეძებს და ამ ძიებისას სისტემატურობის ბორკილებს უარყოფს. ერთი სიტყვით, მეტაფიზიკა არა ყოფნის შესახებ კვლევა (enquête sur l’être), არამედ ყოფნის ძიებაა (quête de l’être).
ყოფნა და საიდუმლოებასიყვარული და ერთგულება
ქონასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს მიღმა, ყოფნა იმ საიდუმლოებაში მჟღავნდება, რომლითაც თავს იბურავს. მის წინაშე ერთადერთი შესაძლო დამოკიდებულება უკვე არა ანალიზისა და პრობლემატიზაციის, არამედ სიყვარულისა და ერთგულების დამოკიდებულებაა, რის გამოც ადამიანი იხსნება საიდუმლოების მოქმედების მიმართ და ექვემდებარება მის გავლენას. მართლაც, სიყვარულსა და ერთგულებაში საიდუმლოება ვლინდება აბსოლუტური ,,შენ”-ის სახით, რომელსაც ,,მე” მიეკუთვნება და რომელსაც ვერ ეტყვის უარს საკუთარ თავზე თუ არა თვითანულირების პირობით (du refus à l’invocation, 1940). საიდუმლოების აღიარება ადამიანთა შორის სიყვარულის პირობაა. ,,არსებებს მხოლოდ ჭეშმარიტებაში შეუძლიათ ურთიერთშეთანხმება, ის კი განუყოფელია იმ დიადი საიდუმლოების აღიარებისგან, რომელიც ყველას გვაკრავს გარს და რომელშიც გვაქვს ჩვენი ყოფნა” (იქვე). ერთგულება და სიყვარული ადამიანს არაპრობლემატიზებად რეალობაში ათავსებენ, და ამიტომაც ეს რეალობა თავის სუბიექტურობაში აფუძნებს ადამიანს.
,,ფიქრი რაიმეზე
რაც შეეხება ყოფნას, რომელიც არის თითოეული ჩვენგანი და, ამავე დროს, არის ინტერსუბიექტურობა, აქ პრობლემა ვერ იარსებებს. ყოფნა არის განცდილი და პრობლემად გადაუქცევადი თანსწრება. ყოფნა არ არის აზროვნების საგანი, ანუ არ შეიძლება ყოფნის გააზრება, შეიძლება მხოლოდ ყოფნაზე ფიქრი. ერთი სიტყვით, პრობლემის შემთხვევაში გვაქვს ,,გააზრება”, საიდუმლოების შემთხვევაში კი-,,ფიქრი რაიმეზე”. ყოფნას უპირისპირდება ქონა, ანუ საგანთა, გარეგან ფაქტთა, ინსტიტუტთა, ტექნიკათა,-ყოველივე იმის ერთობლიობა, რაც შინაგან სამყაროს გარეთაა და სტატისტიკასა და მეცნიერულ ფორმულებს ესადაგება.
ერთიანობა
არსებობა ყოფნაა და არა ქონა, ის შინაგანი სიახლოვე და ერთიანობა, ,,მე”-სა და ,,შენ”-ს შორის დიალოგია. პიროვნება ერთდროულად სიტუაცია და სხვა პიროვნებებთან ურთიერთობაა. თუმცა, პირველ რიგში ერთიანობა მყარდება აბსოლუტურ ,,შენ”-თან, რომელიც მიუწვდომელია დამამტკიცებელი აზროვნებისთვის, მაგრამ ვისი არსებობაც შინაგანი მოთხოვნილებისა და გამოცდილების საფუძველზე მკვიდრდება. ტრანსცენდენტობა არსებითია ადამიანისთვის, როგორც გახსნა სხვისა და ღმერთის მიმართ.
რწმენაიმედი და სიყვარული
ერთიანობა ხორციელდება ,,რწმენით” (ერთგულება), ,,იმედითა” და ,,სიყვარულით”. ღმერთის წინაშე რწმენა ლოცვა და თაყვანისცემაა, რომლებიც ნაყოფიერი სულიერი ცხოვრების სივრცეს უშლიან ადამიანს. ეს არის მარსელის პასუხი თანამედროვე სასოწარკვეთილებაზე, იასპერსის ,,კატასტროფაზე”, სარტრის ,,ფუჭ ვნებასა” და დეზორიენტაციის საერთო განცდაზე, რომელიც ბატონობს თანამედროვე სამყაროში. ამ ძირეულ მიმართულებებს მარსელი თავის ნარკვევებსა და დრამებში განავრცობს.
მარსელის პოზიციას ქრისტიანულ ექსისტენციალიზმს უწოდებენ, თუმცა თავად მარსელი ექსისტენციალისტთა შორის თავისი მოხსენიების წინააღმდეგია და საკუთარ ნააზრევს ნეოსოკრატიზმს უწოდებს, რადგანაც ის გარეგანის, უპიროვნოს, მეცნიერული ობიექტივიზმის წინაშე ადამიანის შინაგანი სამყაროს ღირებულებათა განმტიცებას ემსახურება. სიმართლე რომ ითქვას, ქრისტიანობაზე საუბარი იმ თვალსაზრისით შეიძლება, რომ მარსელის ნააზრევი ქრისტიანობისადმი გახსნაა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის მკაფიოდ ქრისტიანობისადმი მიმართებაა. მარსელის ფილოსოფიას შეიძლება თეისტური ექსისტენციალიზმი ვუწოდოთ, რამდენადაც ის ადამიანთან ერთიანობაში მყოფი ღმერთის პიროვნებას განამტკიცებს; ის ექსისტენციალიზმია არა იმ თვალსაზრისით, რომ მარსელი იღებს ექსისტენციალიზმის სხვა ფორმებისთვის დამახასიათებელ უკიდურესად გამწვავებულ სისასრულეს, არამედ რადგანაც ავტორი კონცეპტუალურ სისტემატიკასთან შედარებით სულიერი გამოცდილების აღნიშვნასა და ინტერპრეტაციას ანიჭებს უპირატესობას.
თანამედროვე საზოგადოების კრიტიკა
ფილოსოფია ადამიანს იქამდე უნდა მიუძღვეს, სადაც მისთვის შესაძლებელი გახდება ,,გამოცხადების გამანაყოფიერებელი გამოსხივება”, ფილოსოფიას თავად არ მიჰყავს ადამიანი რაიმე განსაზღვრულ რელიგიასთან. მარსელის უკანასკნელი შრომები ძირითადად თანამედროვე საზოგადოების კრიტიკას ეძღვნება, ხოლო ამ საზოგადოების ბოროტებათა წინააღმდეგ მისამართ საშუალებად ავტორი რელიგიური სულიერების ღირებულებებს მიიჩნევს.
მარსელისთვის ფილოსოფოსობა საკუთარი შინაგანი გამოცდილების ნაბიჯ-ნაბიჯ შეცნობა და განცდაა. ამ თვალსაზრისით შეუძლებელია ფილოსოფიის მეცნიერების მეთოდებამდე დაყვანა, რადგანაც მეცნიერება თავისთავად უპიროვნო, ობიექტივიზმისკენ მიდრეკილი და ზოგადი მნიშვნელობის მატარებელია, ამიტომაც ის სულიერ და არაკლასიფიცირებად ადამიანურ გამოცდილებას ეწინააღმდეგება. მეტაფიზიკას კატეგორიათა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სისტემა კი არა, ადამიანის საკუთარ თავზე განსჯა შეადგენს.

No comments:

Post a Comment