ბიოგრაფია
ამედეო ( იედიდია ) მოდილიანი დაიბადა ებრაელ - სეფარდების ფლამინგო მოდილიანისა და ევგენია გარსენის ოჯახში , ლივორნოში ( ტოსკანა , იტალია ). იგი ყველაზე უმცროსი შვილი იყო ოჯახში ( მეოთხე ). ამადეოს დაბადებამდე , ოჯახის საქმეები ( შეშითა და ნახშირით ) ვაჭრობა დაეცა ; ამედეოს დედას , რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან უწევდა ცხოვრებისათვის ფულის მოპოვება ფრანგული ენის სწავლითა და თარგმანებით , მათ შორის გაბრიელე დ ' ანუციოს ნაწარნოების თარგმნით . რადგანაც ევგენია წარმოშობით იყო მარსელიდან , მოდილიანიმ ფრანგული ენის შესაწავლა დაიწყო ადრეულ ბავშვობაში , რამაც შემდეგ გაუადვილა ინტეგრაცია პარიზში . ითვლება , რომ დედის რომანტიულმა ნატურამ იქონია უდიდესი ზეგავლენა ახალგაზრდა მოდილიანის მსოფლმხედველობაზე . დედამისის დღიური , რომელსაც იგი აწარმოებდა ამადეოს დაბადების შემდეგ , არის ერთერთი დამადასტურებელი წყარო მხატვარის ცხოვრებისა .
11 წლის ასაკში მოდილიანი დაავადდა პლევრიტით , ხოლო 1908 წელს - ტიფით , რომელიც იმ დროისათვის განუკურნებელი სენი იყო . ეს გახდა უკუქცევადი წერტილი მის ცხოვრებაში . მისი დედის მონათხრობით , ციებ - ცხელებისას მას აბოდებდა იტალიელი ოსტატების შედევრები , აგრეთვე აღმოაჩინა თავისი დანიშნულება - მხატვრის სახით . გამოჯანმრთელების შემდეგ მშობლებმა დართეს ამადეოს ნება მიეტოვებინა სკოლა რათა შეესწავლა ხატვისა და და ფერწერის გაკვეთილები ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში .
შემოქმედება
მოდილიანი აღიზარდა იტალიაში , სადაც შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვანთა შემოქმედება . 1906 წლიდან კი გადავიდა პარიზში , სადაც გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები , როგორებიც იყვნენ პაბლო პიკასო და კონსტანტინ ბრინკუში , მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოდილიანის შემოქმედებაზე .
მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა ძირითადად მოიცავს ნახატებს და ესკიზებს , მხოლოდ 1909-1914 წლებში მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენდა . მისი ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია . ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე პეიზაჟმა . ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომდადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას . მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები , როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი . მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული , მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება .
გარდაცვალება
მოდილიანის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ხშირად ავადმყოფობდა , რის შედეგად , 1920 წლის 24 იანვარს 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით .
გავლენა
2004 წელს რეჟისორმა მიკ დევისმა გადაიღო ფილმი " მოდილიანი ", სადაც მხატვრის როლს ენდი გარსია ასრულებს .
გალერეა
No comments:
Post a Comment