Wednesday, October 9, 2013

პაბლო პიკასო


ბიოგრაფია

სწავლობდა მამასთან ,ხ. რუისთან , ლა - კორუნიეს ( 1894-95 ), ბარსელონის (1895 - იდან ) და მადრიდის ( 1897-98 ) ნატიფი ხელოვნების სკოლებში . 1904 - იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა . 1900 - იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე . წ. " ცისფერი პერიოდისა ", 1901-04 , და " ვარდისფერი პერიოდის ", 1905-06 ნამუშევრები . მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა ( ბრმები , მათხოვრები , მაწანწალები ) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება . მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამინსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი , მოგვცა სახეთა სოციალურ - ფსიქოლოგიური დახასიათება " მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად " 1903 ; " გოგონა ბურთზე " 1905, ორივე - ა . პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში . 1907 - იდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან , თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმს და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმს ყველაზე უკიდურეს ექსპერიმენტებს . პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი ; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას , რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს . ამ პერიოდში პაბლომ ჟ . ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა - კუბიზმი . დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს . იგი არღვევს საგნების გრძნობად - მხედველობით სახეებს , თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას " ქალი მარაოთი " 1909 ა . პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი .


" მშვიდობის მტრედი "
10 - იანი წწ . შუა ხანაში პაბლოს შემოქმედებას ახასიათებდა ძიება ფაქტურისა სფეროში " აპერატივის ბოთლი ", კოლაჟი , 1913 და დეკორატიულობის " სამი მუსიკოსი " , 1921, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი , ნიუ - იორკი . კუბიზმის დამამთავრებელ პერიოდში პაბლოს შემოქმედებაში შეიჭრა ნეოკლასიცისტური ტენდეციები ე . წ. ნეოენგრიზმი , რომლითაც გამოხატულება პოვეს ისეთ ნამუშევრებში , როგორიცაა " სამი ქალი წყაროსთან " , 1922, სამხატვრო მუზეუმი , ბალტიმორი და სხვა . ამ პერიოდის ნამუშევრებს ახასიათებს ზღაპრულ - იდილიური განწყობილება . 10 - იანი წწ . დასასრულს მხატვარმა შექმნა თანამედროვე ადამიანთა რეალური სახეები , ნახატები " მეთევზე ", ფანქარი , 1919 , " გლეხები დასვენების დროს ", კალამი , 1919 . 20-30 - იანი წწ . ნამუშევრები მკვეთრად განსხვავდება ამ ნაწარმოებისგან , ისინი სურეალიზმს უახლოვდებიან " ცეკცა ", 1925, კერძო კუთვნილება , " ქალი პლაჟზე " , 1930 , თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი , ნიუ - იორკი .
30 - იანი წწ . II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი . მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე , ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის სურათებში პროტესტის სახე მიიღო " მტირალი ქალი " , 1937, პენროუზის კორექცია , ლონდონი , " კატა და ჩიტი ", 1939, კერძო კუთვნილება . ამ დროიდან მკაფიოდ გამოიკვეთა მხატვრის საზოგადოებრივი პოზიცია , იგი სახალხო ფრონტის გამოჩენილი მოღვაწე გახდა საფრანგეთში , აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936-39 . ამ პერიოდში შექმნილ სურათებში ჯერ კიდევ იგრძნობა სუბიექტივიზმი ; ამ სუბიექტივიზმის დაძლევის გზით მხატვარმა შექმნა პროგრსული ნაწარმოებები : " გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე " აკვანტიტა , 1937 . ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანო " გერნიკა " 1937 , პრადო , მადრიდი , სადაც ექსპრესია უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი . 1944 - იდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი .
II მსოფლიო ომის წლებში 1939-45 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში . ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა . მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა ნამუშევრებში : " მშვიდობის მტრედი " ტუში , 1947, რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა , " ომი და მშვიდობა " 1952, " მშვიდობის ტაძრის " კაპელა ვალორისში . 40 - იანი წწ . II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედება განსაკუთრებით მრავალმხრივია : მუშაობდა როგორც მოქანდაკე " კაცი კრავთ ", ბრინჯაო , 1944, სტატუა ვალორისში , კერამიკოსი დაახლოებით 2000 ნაკეთობა , გრაფიკოსი ნახატები , ოფორტები , ლინოგრავიურები , ლითოგრაფიები და სხვა ; შეიქმნა სერიები ნახატებისა და ლითოგრაფიების ციკლი " ადამიანური კომედია " , 1953 -54 და სხვა . ისევ მიმართა საყვარელ თემებს ცირკი , კორიდა , ანტიკური მითოლოგია . დიდი ადგილი უჭირავს მხატვრის შემოქმედებაში ქალის პორტრეტს .
პაბლოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე . მხატვრის მოღვაწეობა აღსავსეა წინააღმდეგობებით , მოწინავე საზოგადოებრივი მისწრაფებები და თანამედროვე ბურჟუაზიული ხელოვნება კრიზისი ერთდროულად აისახა მის შემოქმედებაში . მხატვარმა რთული გზა გაიარა . იგი მდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პრობლემებს , იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის .
1950 პაბლოს აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში , არის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის 1950 და " ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის " საერთაშორისო ლენინური 1962 პრემიის ლაურეატი .
ლიტერატურა : Дмитриев Н . А . , Пикассоб М . , 1971 . Зернов Б . А . , ზერვოსის ჩ. , პაბლო Pikasso . კატალოგი ზოგადი des oevres de 18951963 , ტ 1-23 , პ , 1932-71 . პაბლო პიკასო ბიოგრაფია გალერეა მიმდინარეობა ბმულები დაამზადა

შემოქმედების პერიოდები...
პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ . მიუხედავად იმისა , რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება მიღწეული არ არის , მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო :
ცისფერი პერიოდი (1901-1904) , სევდიანი , ცისფერი შეფერილობის ნახატები , რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია ; ხშირად აღწერს აკრობატებს , არლეკინებს , მეძავებს , მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს .
ვარდისფერი პერიოდი (1905-1907) , უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით ; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს . ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს , რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა , და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით , ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად .
აფრიკული პერიოდი (1908-1909) , აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით ; მნიშვნელოვანი ნიმუშია "Les Demoiselles d' Avignon " ( ავინიონის დიაცები ).
ანალიტიკური კუბიზმი (1909-1912) , ხატვის სტილი , რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით , სადაც მათ ობიექტები დაშალეს და " ანალიზი " ჩაუტარეს ფორმებს . პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება .

სინთეტიური კუბიზმი (1912-1919) , სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით ; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა...


No comments:

Post a Comment