ლეგენდები

☠ ბოროტი თოჯინა



დედას ერთი ძველი მახინჯი სათამაშო ჰქონდა სახლში. იმის , მიუხედავად , რომ მას არ მაკარებდა მე კარადაზე შემოდებულ თოჯინას ხშირად ვუყურებდი. სათამაშოს თვალები თითქოს გაჯადოებდა. დედამ ერთხელ შემამჩნია ასე გაშტერებული , რომ ვუყურებდი თოჯინას და ის ჩემს დეიდაშვილს აჩუქა. დღემდე ვერ ვხვდები ასე რატომ მოიქცა.
დეიდაშვილი 7 წლის გოგონა იყო. უყვარდა სათამაშოები და დედის საჩუქარმა ის ძალზე გაახარა. ერთ დღეს დეიდა სახლში ადრე დაბრუნებულა და უნახავს გოგონა როგორ ელაპარაკებოდა თოჯინას საკმაოდ საშიშ თემებზე. ჩემი დეიდაშვილი მას ეკითხებოდა❝როცა დაწვებიან შემიძლია მე დანა ავიღო?❞. შეშინებულ დეიდაჩემს ბავშვისთვის სასწრაფოდ გამოურთმევია თოჯინა და ბიძამისთვის მისი ჩამარხვა უთხოვია. პატარა დეიდაშვილი ისტერიკებში ჩავარდნილა... გოგონა ზედიზედ სამი კვირა მშობლების ოთახში შედიოდა ,მათ უყურებდა , ხმამაღლა გაიცინებდა და გადიოდა. მეორე დილით მას არაფერი ახსოვდა.

დეიდაჩემმა თქვა , რომ გოგონა თოჯინას კიდევ რაღაცას ეუბნებოდა ოღონდ არა ინგლისურად.

☠ საშიში ოთახი




1. მამაჩემს ხვდებოდა ქალს , რომელსაც ანა ერქვა. ანა ნიუ-იორკის გარეუბანში, კერძო სახლში ცხოვრობდა. სახლში სარდაფი დალუქული ჰქონდა, რადგან ძალიან მტვრიანი და ბნელი ადგილი იყო. ანას ცხოველები უყვარდა. ჰყავდა კატა და ძაღლი. ერთ დღეს კატამ მაინც მოახერხა და სარდაფში ჩაძვრა, მაგრამ იქედან თავის დაღწევა ვერ შეძლო. ცხოველი შიმშილით ,რომ არ მომკვდარიყო ანამ საჭმლის ულუფა კიბესთან დაუდო. ყოველდღე საჭმელის თასი ერთი საფეხურით ქვემოთ ხვდებოდა ქალს , თუმცა კატის ხმა არ ისმოდა. ბოლოს თასი საერთოდ გაქრა. ანამ ჩათვალა ,რომ კატა მოკვდა. 

რამოდენიმე თვის შემდეგ მამამ და ანამ სარდაფში სამრეცხაოს გაკეთება გადაწყვიტეს. როდესაც ოთახი გახსნეს ნახე , რომ საჭმის თასი ისევე შევსებული იყო , როგორც ადრე. ბევრი ეძებეს კატა, თუმცა ვერც გასასვლელი და ვერც ცხოველი იპოვეს.

2. ძაღლი-ბარკი მამას ოთახში იძინებდა ხოლმე. ერთხელაც ჩასძინებია მამაჩემს და ტელევიზორი ჩართული დარჩენია. ანა იმ ღამით გვიან დაბრუნებულა და დაუნახავს , როგორ უცნაურად მისჩერებოდა ბარკი ეკრანს. ტელევიზორში შავ თეთრ ძველ საკმაოდ საშიშ სურათებს აჩვენებდნენ (თავისქალებს, მოჩვენებებს...) ანას სასწრაფოდ მამა გაუღვიძებია. ძაღლს დაუძახეს , მაგრამ ის ადგილიდან არ იძვროდა. მერე მამამ ფოტოები გადაუღო ბარკს. იმის მიუხედავად ,რომ შუქი ანთებული იყო სურათები მთლიანად შავი იყო.

3. ერთხელ მამაჩემი ფეხბურთს უყურებდა და სენდვიჩს მიირთმევდა. უცებ მან იგრძნო , რომ ვიღაც ეხებოდა. უცნაურია... ანა სახლში არ იყო. როცა უკან გაიხედა წამსვე თითქოს სარდაფში ჩარბენის ხმა გაიგონა.


☠ კოლნერ ვოკერი
დედაჩემი და მისი მეგობრები სამუშაოდ ერთ ძველ შენობაში გაგზავნეს. იქაურობა უნდა გაეწმინდათ. ეს შენობა ორმოცდაათიან წლებში ვიღაც პოლკოვნიკ ვიკერს აუშენებია. ეს კაცი ამ შენობაში უბედური შმეთხვევის შედეგად გარდაცვლილა. ერთხელ სკოლიდან მოსულს დედამ მთხოვა წავყოლოდი იმ შენობაში და ყუთების გადასაადგილებლად დავხმარებოდი. იქ მისულს საკმაოდ უცნაური მოვლენები შევნიშნე: მოულოდნელად ფარდები იწეოდა, ნივთებს ადგილი ეცვლებოდა. შენოაბში მომუშავეებმა კამერის დამონტაჟება ითხოვეს. რამოდენიმე დღის შემდეგ ეს ადგილი გადაწვეს და იქ მიახლოება ყველას აუკრძალეს. არავინ იცის ეს რატომ მოხდა.

☠ მისტიური ფოტო 
ერთხელ მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ძველ ფოტოებს ვათვალიერებდით მის სახლში. ერთმა ფოტომ, რომელიც თანასოფლელის ქორწილზე იყო გადაღებული ჩვენი ყურადღება მიიქცია. შეკრებილი ადამიანების გვერდით ჩემი მეგობრის ბიძა ეტლში იჯდა. მას ომის შემდეგ ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. თუმცა რატომღაც მეორე ფოტოში , რომელიც აშკარად სრულიად შემთხვევით იყო გადაღებული ეს ადამიანი ჩვეულებრივად იდგა და ზემოთ რაღაცას გაბრაზებული მისჩერებოდა. ჩვენ ყველა ფოტო გამოვიკლვიეთ, დავათარიღეთ და აღმოჩნდა რომ ეს ფოტო ქორწილზე იყო გადაღებული. 
საკვირველი ისაა ,რომ ჩემი მეგობრის ბიძა იმ დღეს გარდაიცვლილა დიაბეტის გამო.







სასტუმრო   "პროვინციალი "




       ნიუ–ორლეანი მისტიური ქალაქია. ფრანგულ კვარტალში სეირნობისას უცნაური, ავისმომასწავლებელი შეგრძნება გეუფლებათ. ერთ–ერთი შენობა, რომელსაც იმქვეყნიური „მასპინძლებით“ შეუძლია დაიკვეხნოს, არის სასტუმრო „პროვინციალი“.
1722 წელს ამ სასტუმროს ადგილას მდებარეობდა სამხედრო ჰოსპიტალი, 1831 წელს იქვე ააშენეს მეორეც. 1874 წელს საშინელმა ხანძარმა გაანადგურა ორივე შენობა და ავადმყოფი ჯარისკაცებიც ცოცხლად დაიწვნენ.
 
         თანამედროვე დამსვენებლები ამბობენ, რომ გარკვევით ესმით კლასიკური მოჩვენებისეული ხმები: კარების გახება –დახურვის, ვიღაცის სიარულისა და ლაპარაკისაც კი. სპეციალური სეანსებისა და ჩამწერი აპარატურის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მთლიანად მოჩვენებისა და მისი ხმის ჩაწერაც. ჩანაწერი ზუსტად ემთხვეოდა ერთ–ერთი ყოფილი დამსვენებლის ჩვენებას, რომლის მიხედვით მან იხილა ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი მოჩვენება, რომელმაც თავზიანდ თხოვა; “გადაეცით  დიანას, რომ უნდა წავიდე“ და ჰაერში გაუჩინარდა. მეორე დამსვენებელთან ასეთი თავაზიანი არ ყოფილა – შუაღამისას მძინარე ქალბატონი უბოდიშოდ გადმოაგდო ლოგინიდან და კარგა ხანს დაათრევდა ოთახში.
     
      თუკი ამ სასტუმროში გადაწყვეტთ დასვენებას, მოჩვენების ნახვის არა, მაგრამ საკმაოდ შეშინების გარანტიას ნამდვილად აძლევენ სტუმრებს.


15 წელი შიში




8 წლის რომ ვიყავი, ჩემმა მშობლებმა კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერლინგემში სახლი იყიდეს. როცა სახლში პირველად შევედით, დედას ვუთხარი: "როგორ ბნელა აქ”. დედამ დამამშვიდა, რომ კედლებს შეღებავდნენ, დიზაინს შეცვლიდნენ და მალე ნათელი, მზიანი სახლი გახდებოდა. მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო უბრალოდ სიბნელე, კედლის ღრიჭოები რაღაც საიდუმლოს ინახავდა. რამდენიმე დღით ადრე, მამა და მისი მეგობარი დიკი იყვნენ სახლში, რათა იატაკი დაემუშავებინათ. როცა დრელი ჩართეს, რადიომიმღები აფეთქდა, შემდეგ ნათურები ჩაქრა და ელექტროენერგია გამოირთო. მათ გაყვანილობა შეამოწმეს, მაგრამ დაზიანება ვერ იპოვეს. მამამ კავშირგაბმულობიდან ხელოსანი გამოიძახა, მაგრამ მან თქვა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. თუმცა ურჩია მავთულების ხელახლა გაყვანა. ჩვენდა გასაკვირად, ხელოსნის წასვლის შემდეგ ელ.გაყვანილობა ამუშავდა. მშობლები მეზობლებს დაუმეგობრდნენ. ისინი იმედს გამოთქვამდნენ, რომ ჩვენ მაინც დავრჩებოდით დიდხანს, რადგან წინა მობინაადრეებიდან ყველა 1-2 თვე რჩებოდა და მერე სხვაგან გადადიოდა. სახლში გადასვლისას რამდენჯერმე ისეთი ხმა გავიგეთ, თითქოს ვიღაც იატაკზე დადიოდა, შიგადაშიგ კარზე კაკუნიც იყო. უკანა კარები რამდენჯერმე თავისით გაიღო და დაიხურა, რასაც მოსდევდა კიბეებზე ჩასვლის ხმა. როცა საწოლში ვწვებოდი, ზედ სახესთან ვიღაცის მძიმე სუნთქვას ვგრძნობდი. მშობლები მამშვიდებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მომეჩვენა, ან სხვა რამის ხმა იყო და მე მივამსგავსე უბრალოდ. რამდენჯერმე მომესმა, რომ დედამ დამიძახა, როცა მასთან მივედი, ის გაოცებული იყო, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. საწოლში ხშირად ვპოულობდი გრძელ ჟღალ თმას. რამდენჯერმე გამეღვიძა, როცა ვიღაცა ფეხზე, კოჭთან მკიდებდა ხელს და საწოლიდან ჩამოთრევას ცდილობდა. მშობლებმა ესეც არ დამიჯერეს და მითხრეს, რომ კოშმარი რეალობად აღვიქვი. რამდენჯერმე გაღვიძებისას აღმოვაჩინე რომ ალაგ-ალაგ თმა მქონდა შეჭრილი. ერთხელ ნაშუადღევს საწოლ ოთახში ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ვიღაცა მომჩერებოდა. ავდექი, მივედი კარებთან და შუქი ჩავაქრე. შემოვბრუნდი და დავინახე, რომ ჩემს საწოლზე ვიღაც ქალი იჯდა. მას გრძელი წითური თმა ჰქონდა და გამჭირვალე იყო. მოჩვენებების არ მჯეროდა, მაგრამ ახლა, როცა ფაქტს შევეჩეხე, შიშმა ამიტანა. გავვარდი და სააბაზანოში შევიკეტე. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ თუ მართალი იყო, რასაც მოჩვენებებზე ამბობდნენ, ის სააბაზანოს კედელში გაივლიდა და მასთან ერთად ჩაკეტილი აღმოვჩნდებოდი. გავხსენი კარები და სასტუმრო ოთახში გავიქეცი. მეორე დღს მშობლებს ვუამბე, რაც ვნახე. მათ ერთმანეთს გადახედეს და მითხრეს, რომ ეს ადგილი სავარაუდოდ დაწყევლილი იყო. ჩემს მიერ ნანახ მოჩვენებას კი ფლორენსი ერქვა. ამ დროს უკვე 3 წელი იყო გასული, რაც ამ სახლში ვცხოვრობდით. ერთხელ კი, როდესაც საწოლში ჩაწვნენ და შუქი ჩააქრეს, ჭერზე ორი მოქანავე თავი დაინახეს, რომელიც მათ მიშტერებოდა. ამის შემდეგ მათ ჩემი ყველა ნაამბობი ირწმუნეს და უნდობლობისთვის ბოდიში მომიხადეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, "სტუმრებთან” კავშირი პლანშეტის მეშვეობით დაგვემყარებინა. მაგრამ ამან მხოლოდ გააუარესა სიტუაცია. მე ორი მოჩვენება დავინახე, ჩემმა მშობლებმა გაცილებით მეტი. წიგნებმა გადაადგილება და "ფრენა” დაიწყეს, იატაკზე დაგებული ხალიჩები ამოძრავდა. ამის შემდეგ ჩემს მშობლებს ხასიათი შეეცვალათ, უფრო გაუხეშდნენ და წვრილმანებზე კამათობდნენ. მოჩვენებებმა ისევ შემომიტიეს. რამდენჯერმე მომქაჩეს, ხელი მკრეს, ჩემს მშობლებს ღამე ჩემი ყვირილი ესმოდათ, არადა იმ დროს მეძინა. სტუმრები როცა მოდიოდნენ, უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდათ, თითქოს ზურგში ვიღაც მისჩერებოდათ. ერთხელ ტელევიზორს ვუყურებდი და შემთხვევით მოვისმინე, როგორ მიმართავდნენ მაყურებელს მოჩვენებებზე მონადირეები – ჰანს ჰოცლერი და სიბილ ლიკი – რომ თუკი ვინმეს ეჭვი ჰქონდა მათ სახლში პოლტერგეისტის არსებობაზე, შეეტყობინებინათ და სიხარულით მოაცილებდნენ სახლიდან. მშობლებს ვთხოვე, დაერეკათ მათთვის, მაგრამ უარი მითხრეს – სახლის გაყიდვას აპირებდნენ და ამ ამბის გახმაურება ხელს შეუშლიდათ. ამ სახლში 15 წელი ვიცხოვრეთ და მოჩვენებებმა ისე დაგვზაფრეს, დარწმუნებული ვარ, არ მოუწყენიათ ჩვენს ნერვებზე თამაშით. როცა კლიენტები მოვიდნენ, მამა მათ გარეთ ესაუბრებოდა. შემდეგ გავიგონეთ კარების გაღებისა და კიბეებზე ამოსვლის ხმა. ავდექით და კიბეებთან მივედით. ხმა ისევ ისმოდა, თუმცა იქ არავინ იყო. ერთხელ მამას გაეღვიძა ღამე, როცა ვიღაცას მის სახეზე ხელი ჰქონდა დაფარებული და გაგუდვას ცდილობდა. მოძალადეს თავი კი დააღწია, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ოთახში მარტო ის იყო. სახლი ჩვენგან ერთმა მინისტრმა იყიდა, რომელიც თითქმის მაშინვე სხვაგან გადავიდა. არ ვიცი, ჩვენი სახლი ახლა როგორაა, მოჩვენებები არიან თუ არა ისევ იქ, მაგრამ ამის გარკვევის არანაირი სურვილი არ მაქვს.

ტყუპები



ესპანეთის ერთ-ერთ დაბაში დაქორწინებული წყვილი ცხოვრობდა. პატარა, ლამაზი სახლი თავისი მწვანე ბაღით, წყნარი, სუფთა ქუჩა და მშვიდი გარემო, ამ სიმშვიდეს მარტო ტყუპი გოგონები არღვევდნენ, რომლებიც არასდროს იღლებოდნენ თამაშით. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დაშორებას ვერ იტანდნენ. ერთ დღეს დედამ გადაწყვიტა მაღაზიაში წასულიყო რძის და პურის საყიდლად, მაგრამ გოგონების მარტო დატოვება არ უნდოდა სახლში, ლამაზად ჩააცვა და თან წაიყვანა. მაღაზია დაბის ცენტრალურ ადგილზე იყო, სადაც დიდი გზატკეცილი უნდა გადაეჭრათ. სანამ დედა ბავშებისთვის ხელის ჩაკიდებას მოასწრებდა, ისინი ხელიდან დაუსხლტდნენ და გზაზე გადაირბინეს. შემოსახვევიდან გამოვარდნილმა დიდმა სატვირთომ გაჩერება ვეღარ მოასწრო და საშინელი კივილის ხმამ იქაურობა შეძრა. სატვირთოს გავლის შემდეგ ასფალტზე ორი დიდი სისხლიანი ლაქა ემჩნეოდა. ქალი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. წლების განმავლობაში იმეორებდა, რომ ეს მისი ბრალი იყო, ქმარი ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. კიდევ რამდენიმე წლის მერე ქალი დაორსულდა. წყვილს ძალიან გაუკვირდა, როცა ექიმებმა უთხრეს, რომ ისინი ისევ ტყუპებს ელოდებოდნენ. ისევ გოგონები გაჩნდნენ. დედას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა, გარდაცვლილ გოგონებზე ხმას არ იღებდნენ, თითქოს ისინი არც არსებობდნენ. არ სურდათ წარსულის გახსენება, მათ ისევ ორი მშვენიერი ტყუპი გოგონა ეყოლათ, ეს ხომ ღმერთის საჩუქარი იყო. ერთ დღეს დედამ კვლავ გადაწყვიტა მაღაზიაში წასვლა და გოგონებიც თან წაიყვანა. როცა იმ ავადსახსენებელ გადასასვლელს მიუახლოვდნენ, დედამ მაგრად ჩასჭიდა გოგონებს ხელი, რომ არ გასხლტომოდნენ, მათ კი გაიცინეს და ერთხმად უთხრეს: ” დედა, არ არის საჭირო ჩვენი დაჭერა, არ ვაპირებთ რომ კიდევ ერთხელ მოვკვდეთ"

" ახალი მთვარის  სასტუმრო"




 ისტორიული ახალი მთვარის სასტუმრო არკანზასში, ეურეკა სპრინგსში აშენდა 1866 წელს. ეს იყო პირველი სპა სასტუმრო, სადაც სტუმრებს ნამდვილ სიმდიდრესა და ფუფუნებაში შეეძლოთ ცხოვრება. ქალაქი საერთოდ ცნობილი იყო მოჩვენებებით, მაგრამ ზემოხსენებული სასტუმრო მათი საყვარელი თავშეყრის ადგილი ყოფილა.
თუ ამ სასტუმროში მოგიწევთ გაჩერება, მოერიდეთ 218–ე ნომერს. სასტუმროს მშენებლობისას გადმოვარდნილი უზარმაზარი სვეტი სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა 218–ე ნომერია, დასცემია ერთ–ერთ კალატოზს სახელად მაიკლს. მას შემდეგ მაიკლი არ ტოვებს ამ ოთახს. თუმცა სხვა ნომრებშიც უყვარს სტუმრობა. ძირითადად სააბაზანო სარკიდან მოულოდნელად „გამოფრინდება“, ან მძინარე სტუმრის თავზე ჭერში გამოფარფატდება და იწყებს ხმამაღლა სიმღერას. ჰოლში მიმავალს, მაიკლის გარდა, შეიძლება შეგხვდეთ მოთეთრო გამჭვირვალე ექთანი, რომელიც ასევე გამჭვირვალე ავადმყოფს სადღაც ჰაერში მიაცურებს. დამსვენებლებს თავიანთი ტანსაცმელი ხშირად ხვდებათ კარადებიდან გადმოყრილი და არეულ–დარეული. მართალია, შემთხვევის ადგილას არ დაუნახავთ, მაგრამ ამასაც მაიკლს მიაწერენ.
მიუხედავად ასეთი „ხულიგნური“ გამოხდომებისა, სასტუმრო ძალიან პოპულარულია ექსცენტრიულ დამსვენებლებს შორის.


 " ბორდენების  სახლი"



  ამ სახლში 1892 წლის 4 აგვისტოს დილას, ანდრიუ და ები ბორდენები მოკლეს ნაჯახის 29 (ზოგიერთი ვერსიით –81)დარტყმით. სახლში მხოლოდ მათი ერთადერთი ქალიშვილი–32 წლის ლიზი და დამლაგებელი ქალი იმყოფებოდნენ. ერთი კვირის შემდეგ ლიზი დაკავებულ იქნა, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი. თუმცა სამხილების, მოტივისა და მკვლელობის იარაღის არქონის გამო იგი გაამართლეს და გაანთავისუფლეს.

      ეს ამბავი ძალიან გახმაურდა და , როგორც მოსალოდნელი იყო, სახლიც საკმაოდ პოპულარული გახდა. იგი გადაკეთდა საოჯახო სასტუმროდ, სადაც დამსვენებელს შეუძლია დაიძინოს ლიზის მშობლების ოთახში, მიირთვან ზუსტად ის საუზმე, რომელსაც ლიზის მშობლები შეექცეოდნენ იმ ავადსასხსენებლ დილას. 

                                          ეს  კი  თავად  ლიზი  ბორდენი  გახლავთ...






" მარიბელ  ქეივის  სასტუმრო"



  ეს სასტუმრო ოფიციალურად კარგა ხანია აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ მას საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ჰყავს, რომლებიც არალეგალურად ათევენ ღამეს მის დაშლილ კედლებში. პოპულარობას ხელს უწყობს მისი მეტსახელიც –ჯოჯოხეთის სასტუმრო. ბევრი მითქმა–მოთქმაა მის ისტორიასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე სკეპტიკოსი და გულგრილი ადამიანებიც კი დაზაფრულები გამოდიან შენობიდან.





        თუ იტყვით, რომ ნომერში სურათზე გამოსახული გოგონა ზის, არავის გაუკვირდება და უსიტყვოდ გამოგიცვლიან ოთახს. აი,ძირითადად რას ამბობენ სასტუმროს შესახებ; 

      1. შენობა სამჯერ დაიწვა ერთი და იმავე რიცხვში და სავსე მთვარის დროს ღამ–ღამობით ანათებს. 
        2.  მესამე სართულზე თუ ვინმე ააღწევს, უამრავი ჩონჩხი დახვდება.
        3.  ერთ–ერთმა მისმა დამსვენებლმა მოკლა სასტუმროს ყველა მაცხოვრებელი და შემდეგ თავი მოიკლა.
    4.  შავი მაგიის ჯადოქრებმა გახსნეს ჯოჯოხეთის ჩასასვლელი უკანა ეზოს ფანტანთან. იქედან ამოსული ბნელი ძალები დიდხანს დათარეშობდნენ სასტუმროში, სანამ თეთრმა ანგელოზებმა კვლავ არ ჩაკეტეს ჩასასვლელი
        5.  სასტუმროს ქვემოთ უამრავი მიწისქვეშა გვირაბია
        6.  აქ იმალებოდა ალ კაპონე
         
        რათქმაუნდა, ზემოდჩამოთვლილები ძირითადად მითებია. სასტუმრო მართლაც დაიწვა, ოღონდ ერთხელ, არავითარი ჩონჩხები და გვირაბები აქ არ არის, ალ კაპონეს კი მართლაც შეეძლო აქ დამალვა, თუმცა არაფერი მისტიური ამაში არ არის. მარიბელის გამოქვაბული მართლაც აქვე ახლოსაა, მაგრამ ეს უბრალოდ ბუნების ღირშესანიშნაობაა. თუმცა ფაქტია, რომ იქ მოხვედრილი ადამიანები მთლად სრულ ჭკუაზე ვერ ბრუნდებიან.


ეშმაკთან ცეკვა



დღეს საღამოს სკოლის გამოსაშვები საღამო იმართებოდა. ამ საღამოსთვის ულამაზესი წითელი კაბა იყიდა, რომელშიც ფანტასტიურად გამოიყურებოდა. სკოლაში არასდროს ყოფილა განსაკუთრებით პოპულარული, პირიქით, ბიჭებთან უხერხულად გრძნობდა ხოლმე თავს, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო, ამ კაბაში მისი საღამო დგებოდა. ის იყო სახლიდან გასვლას აპირებდა, რომ სახლში დედა მოვიდა, ფერდაკარგული და ცუდ ხასიათზე. ” დღეს საღამოს ცეკვაზე არ წახვალ, ცუდი წინათგრძნობა მაქვს, სასტიკად გიკრძალავ” უთხრა შვილს და სამზარეულოში შევიდა. არ შეეძლო არ წასულიყო, კაბა თითქოს თავისკენ უხმობდა. თავის ოთახში ავიდა, თითქოს დაუჯერა დედას, მაგრამ რამდენიმე წუთში ჩუმად ჩამოიპარა და სკოლისკენ გაიქცა. დარბაზში შევიდა თუ არა, ყველას ყურადღება მიიქცია, ბიჭები გაჩერდნენ და მიშტერებოდნენ. ეს უცნაური იყო, რადგან როგორც წესი ყურადღებას არავინ აქცევდა, ახლა კი მასთან ცეკვის გულისთვის ერთმანეთთან ჩხუბობდნენ. მთელი საღამო ცეკვავდა, ბოლოს დაღლილი პუნშის დასალევად მივიდა მაგიდასთან. უკნიდან ხმა მოესმა: “იცეკვე ჩემთან ერთად” მუსიკა გაჩერდა, ლაპარაკი შეწყდა, ყველა მათ უყურებდა. ნელა მობრუნდა. მაღალი, ძალიან სიმპათიური, შავგვრემანი მამაკაცი ღიმილით ხელს უწვდიდა. მისით მოხიბლულმა თავი დაუქნია და საცეკვაო მოედანზე გაყვა. ამ კაცთან ისე ცეკვავდა, როგორც არასდროს. თავბრუ დაეხვა. უცნობი ატრიალებდა გიჟური სისწრაფით, ფეხებზე თითქოს ცეცხლი წაეკიდა, ტრიალებდა და ტრიალებდა, იგრძნო, რომ სუნთქვა თანდათან ეკვრებოდა, გაჩერებას ვერ ახერხებდა და ისევ ტრიალებდა. ბოლოს მტვერი ავარდა და როცა ერთმანეთი ისევ დაინახეს, ის აღარსად იყო. კაცმა ელეგანტურად დაუკრა თავი საზოგადოებას და გაქრა. ეშმაკი მოვიდა თავის წვეულებაზე და მისი რჩეული ჯოჯოხეთში წაიყვანა.

"ჰოლმსის  მკვლელობათა  სასახლე 






 ჰოლმსი ერთი ჩიკაგოელი გაიძვერა ყალთაბანდი, მატყუარა და აფერისტი გახლდათ. მან გაირა სამედიცინო კურსები თავისი გენიალური აფიორის ჩასატარებლად. სვხადსხვა სადაზღვევო კომპანიებში დიდ თანხაზე დაზღვეულ კლიენტებს, რომლებიც ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდნენ, ისე „აფორმებდა“, რომ უბედური შემთხვევის მსხვერპლს ემსგავსებოდნენ. შემდეგ კი „ჭირისუფალთან“ ერთად იღებდა „მომსახურების“ საფასურს.

      1839 წლის სახელგანთქმული გამოფენის წინ, რომელიც ჩიკაგოში ჩატარდა, მან გახსნა 60 ოთახიანი სასტუმრო და როგორც მოსალოდნელი იყო, უამრავი დამსვენბელიც გამოუჩნდა.განათლებით არქიტექტორმა თავის სასტუმროში ბევრი უცნაურობა მოაწყო: კარები, რომელთა უკანაც კედელი იყო, უფანჯრო ოთახები, ლაბირინთი–დერეფნები, ოთახის კარები, რომლებიც მხოლოდ გარედან იღებოდა და სხვა.
    თუმცა სტუმრებმა ძალიან თავისებური დასვენება მიიღეს. სასტუმროს მეპატრონე დამსვენბელებს  (და სასტუმროს პერსონალსაც) ოთახებში ატყვევებდა, აწამებდა და კლავდა. იგი ამერიკის პირველი სერიული მკვლელია. ოფიციალური მონაცენებით, მან 29 მკვლელობა ჩაიდინა, თუმცა ეს რიცვხი, სინამდვილეში, გაცილებით დიდია. ფანტაზიის უნარი კი ჰოლმსს მართლაც დიდი ჰქონდა. ზოგიერთ ოთახში იგი მხუთავ აირს უშვებდა. ზოგ ნომერში კი იატაკზე რკინის ფირფიტები იყო დაგებული, რომლებიც უთოსავით ცხელდებოდა და ნელ–ნელა წვავდა მსხვერპლს. მას დაყენებული ჰქონდა სიგნალიზაციები, რათა არავინ გაქცეულიყო.
„სასტუმროს“ სარდაფში მოწყობილი ჰქონდა ქირურგიული ოთახი, საოპერაციო მაგიდით, ათასგვარი ხელსაწყოებით, მჟავებითა და საწამლავებით. მოგვიანებით, გამოძიებისას, სარდაფში კრემატორიუმიც კი იპოვეს.
გამოძიება კი, არა მკვლელობების და დაკარგული ხალხის, არამედ ერთ–ერთი სადაზღვევო კომპანიის საქმის შესწავლისას დაიწყო. მხოლოდ ამის შემდეგ იპოვეს ის თავის „სასახლეში“.

     ჰოლმსმა განაცხადა, რომ ეშმაკის მიერ იყო შეპყრობილი და სულაც არ ნანობდა ამას. იგი ჩამოახრჩვეს, ხოლო სასტუმრო გადაწვეს. მის ადგილას ახლა ფოსტის შენობაა.


 ,,თეთრი ქალბატონი''



დიდი ხნის წინად, ერთ სოფელში ცხოვრობდა ქალბატონი, რომელსაც გოგონა ჰყავდა. გოგონას ემა ერქვა. მარტოხელა ქალს არაფლის საშვალება არ ჰქონდა და ისინი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ.
ერთ დღეს ემა გაუჩინარდა, პოლიციამ გოგონა ყველგან ეძება მაგრამ კვალს ვერ მიაკვლია, პოლიციელებმა თქვეს, რომ ის შემთხვევით დაიხრჩობოდა. დედა კი დარწმუნებული იყო იმაში, რომ მისი შვილი ფერმერებმა მოკლეს.
დედა ღამით წავიდა შვილის საძებნელად, მან თან ორი ძაღლი წაიყვანა, დედამ კვალს ვერ მიაგნო და თავის მოკვლა გადაწყვიტა, ის ტბაში ჩახტა და თავი დაიხრჩო. 
მოსახლეობა დღესაც ამტკიცებს, რომ ღამ-ღაამობით ტბასთან ახლოს თეთრი ქალბატონის სული ჩნდება, რომელსაც თან ორი ძაღლი დაყავს, მოსახლეობა ამბობს, რომ ის ბოროტი სულია და მხოლოდ კაცებს ერჩის, იმ ადგილას გაუჩინარებული იქნა ხუთამდე მამაკაცი, რომლის ადგილსამყოფელს ვერავინ ვერ მიახწია, ასევე უკვალოდ იქნა მოკლული ფერმერი, რომელზეც თეთრ ქალბატონს ეჭვი ჰქოდა.


,, ლოგინის ქვეშ''



ეს ლეგენდა დღესაც აშინებს ვუდსბოროს მცხოვრებლებს, რადგან ლეგენდა ბევრ წიგნსა თუ არქივში დაზუსტებით წერია, ლეგენდის მიხედვით კი დამნაშავე ვერავინ დაიჭირა..

ლეგენდაის ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ამ სტატიაში ნახავთ ერთ ყველაზე დაზუსტებულ ამბავს რომელიც თავს ახალგაზრდა გოგონას ლიზა მეიერს გადახდა.
დასასვენებლად წასულმა მშობლებმა თავიანთი ერთადერთი ქალიშვილი რომელსაც ლიზა ერქვა დატოვეს სახლში მარტო. გოგონას სახლში დაუტოვეს ფული და ძაღლი, გოგონა ერთი კვირა მარტო უნდა ყოფილიყო და მის ერთ მეგობარს სთხოვა სახლში დარჩენა, მისი მეგობარი ლიზასთან ორი დღე დარჩა, შემდეგი დღეები კი ლიზა მარტო დარღა სახლში, რადგან მის მეგობრებს საქმეები გამოუჩნდათ.
ერთ ბნელ ღამეს მარტო დარჩენილ ლიზას უცნაური ხმები შემოესმა, მაგრამ შიშიგან გაჩერებული არ განძრეულა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან რადიო ჩართო, რადიოში კი შემაძრწუნებელმა განცხადებამ გაიჟღერა. ჟურნალისტი ლაპარაკობდა:
- ციხიდან გამოიქცა ერთ-ერთი გიჟი დამნაშავე, რომელიც წინა წელს იქნა დაჭერილი, ვუდსბოროს მცხოვრებლებს, ვთხოვ დაკეტონ კარებები და ფანჯრები, ნუ გახვალთ სახლიდან შორს და ერიდეთ ტყეებში და პარკებში სეირნობას ღამე..!
ლისამ კარებები და ფანჯრები ჩაკეტა და ლოგინში დაწვა, შემდეგ დღეს მშობლები ბრუნდებოდნენ და ლისას არაფრის არ ეშინოდა. ლიზამ სახლში ჩააბნელა, ხელი საწოლიდან გადაყო ხელი ძაღლმა აულოკა, ლიზა დარწმუნდა , რომ ძაღლი მას იცავდა. შუა ღამეს ლიზა წყლის წვეთების ხმამ გააღვიძა, ადგა და ნახა, რომ სამზარეულოში ონკანი დაკეტილი იყო, იფიქრა, რომ ონკანის სიძველის გამო ის გაფუჭდებოდა და გასაკეთებელი იყო. ღამე ისევ აალოკინა ძაღლს ხელი და ნაგაზთან ერთად არაფრის ეშინოდა. წვეთების ხმამ ისევ გამოაღვიძა, მაგრამ ონკანი ისევ დაკეტილი დახვდა. გოგონა ფიქრობდა, რომ ონკანი გაფუჭებული იყო და არაფრის ეშინოდა. გოგონას ტკბილად ჩაეძინა.
დილას გაღვიძებული ლიზა სააბაზანოში შევიდა, აბაზანის ფარდა გადაწია, და არ გაინტერესებს რა ნახა შიგნით? აბაზანაში მისი გატყავებული ნაგაზი ეკიდა და ის წვეთები კი რომლებიც ღამე ლიზას აღვიძებდნენ ძაღლის სისხლის წვეთები იყო, გოგონა შოკირებული დარჩა, ის უკან გამობრუნდა და დაინახა წარწერა სარკეზე: ადამიანებსაც შეუძლიათ ხელის ალოკვა..! ლეგენდის თანახმად სახლში დაბრუნებულმა მშობლებმა გოგონა და ძაღლი ერთნაირად გატყავებული იპოვეს. მკვლელის ვინაობა უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ის შეშლილი დამნაშავე იყო, რომელსაც ადრეც ბევრი ბინძური საქმე ჰქონდა განაკეთები.


,,ძიძა''



მეორე ლეგენდა კი მოგვითხრობს ავსტრალიაში მომხდარ ამბავზე, რომელიც თავს ახალგაზრდა ძიძას გადახდა.
წვეულებაზე წასულმა მშობლებმა ბავშვი ძიძასთან დატოვეს, ახალგაზრდა ძიძამ ბავშვი დააძინა თვითონ კი ტელევიოზირს საყურებლად ქვემოთა სართულზე ჩამოვიდა. უცებ ტელეფონმა დარეკა, ტელეფონში კი ბოხი ხმა გაისმა : რატომ არ აქცევ ბავშვს ყურადღებას..?, ძიძამ იმწამსვე გათიშა ტელეფონი და იფიქრა, რომ ეს უბრალო სულელური ხუმრობა იყო, ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი ტელეფონზე, ძიძამ ტელეფონი აიღო, ტელეფონში კი ისტერიული სიცილის ხმა გაისმა. ძიძამ ტელეფონი დააგდო, უცებ ზემოთა სართულიდან ძლიერი ნაბიჯების ხმა შემოესმა. ძიძა ძალიან მშიშარა იყო და იმწამსვე პოლიციაში დარეკა, პოლიციამ სახლში ვერავინ ვერ იპოვა, პოლიციამ ძიძას სთხოვა, რომ დალოდებოდა შემდეგ ზარს, და დიდხანს ელაპარაკა, ამ გზით ისინი დაადგენდნენ მოლაპარაკის მდებარეობას, და აი ისევ გაისმა ზარი, კაცი ამ ჯერზე შემდეგ სიტყვებს ამბობდა : რატომ არ აკონტროლებ ბავშვებს? იქნე ზემოთ ვარ?. პოლიციამ მეორე სართული ისევ გადაამოწმა, და წავიდა. პოლიციის წასვლის შემდეგ ძიძამ ძლიერი ნაბიჯების ხმა გაიგო, მეორე სართულზე ავარდა, იქ მხოლოდ ბავშვი ეგდო, რომელიც აღარ იყო ცოცხალი, დანაწევრებული ბავშვი კუთხეში ეგდო, ხოლო იატაკზე კი სისხლიანი ნაჯახი. ძიძა გადარჩა, მაგრამ მას მკვლელი არ უნახია. ლეგენდის მიხედვით მკვლელი სახლში მარტო დარცენილ გოგონებზე ნადირობს.


,, კაცი კაუჭით ''




მესამე ლეგენდა კი მოგვითხრობს შეყვარებულ წყვილზე.
წვეულებიდან დაბრუნებული გოგო და ბიჭი მანქანით ბრუნდებოდნენ სახლში, უცებ მანქანა გააჩერეს და უკანა შეაჩერეს და ლაპარაკი დაიწყეს თავიანთ ურთიერთობაზე, თან რადიოში მხიარულ მუსიკას უსმენდნენ, ცოტა ხანში მუსიკა ჟურნალისტის ხმამ შეცვალა, ჟურნალისტი მათ ახსენებდა საგიჟეთიდან გამოქცეულ პაციენტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიქცა საგიჟეთიდან. გოგონამ და ბიჭმა განაგრძეს გზა. შუა გზაში მანქანა გაფუჭდა, რადგან გზაზე უცნაურად იდო ,,ლურსმნების ხალიჩა'' რომელიც აზიანებს მანქანის ბორბალს. ბიჭმა ახლოს მდებარე სახლი დაინახა და შიგ შესვლა გადაწყვიტა დახმარებლის სათხოვნელად. გოგონა ბიჭს მანქანაში ელოდებოდა, ბიჭი კი დიდი ხანი არ გამოჩნდა, როცა უკვე დიდი დრო გავიდა გოგონა ბიჭის მოსაძებნად იმ სახლში შევიდა, რომელიც არც თუ ისე შორს იყო, სახლი მარტო განცაალკევებულად იდგა და უცნაური ვიზუალი ჰქონდა. შიგნით შესულმა გოგონამ დაინახა მისი შეყვარებული, რომელიც კაუჭზე წამონცმული ეკიდა ჭერზე, მის ქვეშ პიანინო იდგა, თუ ბიჭი ფეხს ჩამოდგამდა პიანინოს ხმა გააღვიძებდა მკვლელს. მკვლელი კი გვერდით იწვა და ეძინა, ლეგენდის მიხედვით გოგონამ ბიჭის განთავისუფლება სცადა, იმის მიუხედავად, რომ ბიჭი უკვე მკვდარი იყო, მკვლელს მისი სხეული დასახიჩრებული ჰქონდა, მალე ,,კაუჭას'' გაეღვიძა, გოგონა მთლიანად გამოღადრა და მოკლული ხეზე ჩამოკიდა. ლეგენდის მიხედვით მკვლელი დაიჭირეს და ციხეში ამოხდა სული, მკვლელი სახელან ჯონი იყო და კაუჭიან კაცს ეძახდნენ, მას მარცხენა ხელი არ ჰქონდა. და 30 კაცამდე ჰყავდა ნაწამები და მოკლული.

No comments:

Post a Comment