Wednesday, September 25, 2013

იოჰან ვოლფგანგ გოეთე

გამონათქვამები


  1. მხოლოდ ის არის საუკეთესო მთავრობა, რომელიც გვასწავლის ჩვენი თავის მართვას. 
  2. არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ. 
  3. კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება. 
  4. თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ. 
  5. ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას. 
  6. იმედი უბედურთა მეორე სულია. 
  7. სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით. 
  8. ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს. 
  9. მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი. 
  10. ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს. 
  11. მხოლოდ ის ადამიანია სიცოცხლის ღირსი, ვინც დღენიადაგ ბრძოლით მოიპოვებს ცხოვრების უფლებას. 
  12. შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად. 
  13. ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია. 
  14. ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრძნული აზრი მაინც. 
  15. სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა! 
  16. თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს. 
  17. დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე, მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ" . 
  18. როცა იდეა მარცხს განიცდის, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები. 
  19. ჩვენ არასდროს ვტყუვდებით - ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს. 
  20. არავინ არ იმყოფება ისეთ უიმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია. 
  21. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე- რატომ? 
  22. დიდი რევოლუციის მოხდენაში ხალხი კი არ არის დამნაშავე, არამედ- მთავრობა. 
  23. სიღატაკის დანახვა შურიანებს არ აშფოთებთ. 
  24. შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის. 
  25. თუნდაც აუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია, ვიდრე აღსრულებული მდაბალი მიზნები. 
  26. ვინც მარტოობას დანებდება, ის მალე მარტოხელა გახდება. 
  27. არსებობენ ცრუხელოვანნი - დილეტანტები და სპეკულიანტები. პირველნი ხელოვნებაში იღწვიან გართობისათვის, მეორენი კი - გამორჩენისათვის. 
  28. შინაგანი სამყაროს გადმოცემა ბგერებით, ყოველგვარ სხვა საშუალებათა დახმარების გარეშე, მუსიკის უდიდესი და უძვირფასესი თვისებაა. 
  29. ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია. 
  30. ადამიანი თავისთავს ცნობს არა გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას. 
  31. ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რის უნარიც თვითონ არა აქვს.
  32. ქალი ყოველი არსის გვირგვინია. 

No comments:

Post a Comment