Wednesday, September 25, 2013

დალაი ლამა

40 ცხოვრებისეული გაკვეთილი


  1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგია.
  2. თუ ეჭვობ, გადადგი კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი წინ.
  3. ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, რომ მისი სიძულვილზე დახარჯვა არ ღირს.
  4. სამუშაო ვერ მოგივლის ავადმყოფობის დროს. ამას მხოლოდ მეგობრები და მშობლები აკეთებენ. გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.
  5. ყოველ თვე გადაიხადე ვალები, რომლებიც დაგიგროვდა საკრედიტო ბარათებზე.
  6. არ არის აუცილებელი გაიმარჯვო ყველა კამათში. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო მოსაუბრეს.
  7. იტირე ვინმესთან ერთად. ეს უკეთ დაგეხმარება, ვიდრე მარტოობაში ტირილი.
  8. დაზოგე პენსიისთვის პირველი ხელფასიდანვე.
  9. როცა საქმე შოკოლადამდე მიდის, წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა.
  10. შეურიგდი შენს წარსულს, რათა მან არ გაგიფუჭოს აწმყო.
  11. შეგიძიათ თავს უფლება მისცეთ იტიროთ შვილების თანდასწრებითაც.
  12. ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში.
  13. თუ ურთიერთობები საიდუმლოდ უნდა დარჩნენ, მაშინ არ ღირს მათში მონაწილეობის მიღება.
  14. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს თვალის დახამხამებაში, მაგრამ ნუ ღელავ - ღმერთს არ გამორჩება არაფერი.
  15. ღრმად ჩაისუნთქე. ეს აზრებს აწყნარებს.
  16. თავი დაანებე ყველაფერს, რაც არ არის სასარგებლო, ლამაზი ან სამხიარულო.
  17. ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს.
  18. არასდროს არის გვიან იქონიო ბედნიერი ბავშვობა, თუმცა მეორე ბავშვობა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.
  19. როცა დადგება დრო მიჰყვე იმას, რაც ამ ცხოვრებაში ნამდვილად გიყვარს, არ თქვა უარი.
  20. დაწვი სანთლები, იხმარე ხარისხიანი ზეწრები და ატარე ლამაზი საცვლები. არაფერი დაიტოვო განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ეს განსაკუთრებული შემთხვევა - დღესაა.
  21. მოემზადე გადაჭარბებულად და დაე, მოხდეს, ის, რაც მოსახდენია.
  22. ექსცენტრიულები იყავით ახლავე. ნუ დაელოდებით სიბერეს, რათა ღია წითელი ტანსაცმელი ჩაიცვათ.
  23. შენს გარდა, არავინაა პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.
  24. ნებისმიერი ე.წ. კატასტროფის დროს ჰკითხე საკუთარ თავს: ხუთი წლის შემდეგ ექნება კი მნიშვნელობა ამ ყველაფერს?
  25. ყოველთვის აირჩიე სიცოცხლე.
  26. შეუნდე ყველას და ყველაფერი.
  27. ის, რასაც სხვები ფიქრობენ შენზე, არ უნდა გადარდებდეს.
  28. დრო კურნავს თითქმის ყველაფერს. მიეცი დროს დრო.
  29. არ აქვს მნიშვნელობა სიტუაცია კარგია თუ ცუდი - ის მაინც შეიცვლება.
  30. სერიოზულად ნუ აღიქვამ საკუთარ თავს. ამას მაინც არავინ აკეთებს.
  31. გჯეროდეს სასწაულების.
  32. ღმერთს უყვარხარ იმიტომ, რომ ის ღმერთია და არა იმის გამო, რომ შენ რამე გააკეთე ან არ გაგიკეთებია.
  33. ცხოვრებას არ უნდა შესწავლა. შენ გაჩნდი მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც მოასწრებ.
  34. დაბერება უკეთესი ალტერნეტივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა.
  35. ისეირნე ყოველ დღე. სასწაულები ყველგან ხდება.
  36. ჩვენ რომ ჩვენი პრობლემები დაგვეგროვებინა და შეგვედარებინა სხვების პრობლემების გროვასთან, მაშინათვე საკუთარს ავიღებდით ისევ.
  37. შური - დროის უაზო ხარჯვაა. შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც გესაჭიროება.
  38. საუკეთესო წინ გელოდება:
  39. სულ ერთია, როგორ გრძნობ თავს. წამოდექი, ჩაიცვი და გადი ხალხში.
  40. თუმცა ცხოვრება ბაფთით შეფუთული არ არის - ის მაინც საჩუქარია. 

თუ პრობლემის მოგვარება შეიძლება, არ ღირს მასზე ღელვა. თუ პრობლემა მოუგვარებელია, მაშინ მასზე ღელვა უაზრობაა. © დალაი ლამა...

No comments:

Post a Comment