13 სათნოება
1. თავშეკავება - არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე.
2. დუმილი - ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.3. წესრიგი - ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.
4. გაბედულება - გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულო ის, რაც გადაწყვიტილია.
5. მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.
6. სიბეჯითე - არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე.
7. გულწრფელობა - არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.
8. სამართლიანობა - არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.
9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.
10. სისუფთავე - არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა.
11. სიდინჯე - არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა.
12. უმწიკვლობა - იყავი ზნეობრივად წმინდა
13. თავმდაბლობა - მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.
No comments:
Post a Comment